For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გრენლანდიური ენა.

გრენლანდიური ენა

გრენლანდიური
Kalaallisut
გავრცელებულია გრენლანდია, დანია
მოლაპარაკეთა რაოდენობა 57 000 (2006)
ოფიციალური სტატუსი გრენლანდიის ოფიციალური ენა
ლინგვისტური კლასიფიკაცია ესკიმოსურ-ალეუტური
ესკიმოსური
ინუიტი
გრენლანდიური
დამწერლობის სისტემა ლათინური დამწერლობა
ენის კოდები ISO 639-1: kl
ISO 639-2: kal
ISO 639-3: kal
ვიკისივრცე
ენის თარგი ((Lang-kl))

ვიკისივრცეში არის ვიკიპედიაგრენლანდიური

გრენლანდიური ენა, გრენლანდიელი ესკიმოსების ენა (თვითსახელწოდება — Kalaallisut) — გრენლანდიელების ენა. გრენლანდიის ოფიციალური ენა. გავრცელებულია კუნძულ გრენლანდიის აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროებზე. მოლაპარაკეთა საერთო რიცხვი — 57 ათ. (2006), მათ შორის 50 ათ.-მდე გრენლანდიაში ცხოვრობს, დაახლ. 7 ათ. — დანიაში. კუნძულის დანარჩენი მოსახლეობა (დანიელებისა და ძვ. ევროპელების დიდი ნაწილი) გრენლანდიურზე ლაპარაკობს, როგორც მეორე ენაზე. ყველა გრენლანდიელისთვის წარმოადგენს მთავარ საკომუნიკაციო ენას, ბევრისთვის — ერთადერთს.

მიეკუთვნება ესკიმოსურ-ალეუტური ენების (ესკიმოსური განშტოების ინუიტური ჯგუფი) ოჯახს. გამოიყოფა სამი დიალექტი: აღმოსავლეთგრენლანდიური, დასავლეთგრენლანდიური და ჩრდილოეთგრენლანდიური (ტულე). პირველსა და მესამეზე, მთლიანობაში, რამდენიმე ასეული ადამიანი ლაპარაკობს; მათი რიცხვი სწრაფად მცირდება სალიტერატურო ენის დასავლეთგრენლანდიური დიალექტის ბაზაზე აღმოცენების გავლენით.

გრენლანდიური ენა, ისევე, როგორც სხვა ესკიმოსური ენები, მიეკუთვნება აგლუტინაციურ სინთეზურ, სუფიქსურ ენებს. სიტყვაწარმოებას და სიტყვათცვალებას მთლიანად აგლუტინაციური ხასიათი აქვს: სტანდარტული სუფიქსები ცვლილების გარეშე (ან სტანდარტული ცვლილებებით) უერთდებიან. ძირითადი განსხვავებები გრენლანდიურსა და იუპიკური ენების ჯგუფის სხვა ენებს შორის არის: ფონოლოგიაში — უვულარული ბგერა N-ის არსებობა, ხმოვანთა შეერთების დაშვება (ia, iu, ua, ui და სხვ.), თანხმოვანთა ასიმილაციის ფართო გავრცელება (k+t>tt, k+s>ss, k+m>mm და მისთ.); გრამატიკაში — პასივის, აბლატივური ბრუნვის არსებობა, ორობითი რიცხვის არარსებობა, როგორც სახელებში, ასევე ზმნებში; ლექსიკაში — დანიური ენიდან ნასესხები სიტყვების დიდი რაოდენობა.

სალიტერატურო ენა სტანდარტიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მოლაპარაკეთა 100% წერა-კითხვის მცოდნეა. გრენლანდიურზე მიმდინარეობს ტელე- და რადიოგადაცემები, გამოდის ორიგინალური და გადათარგმნილი ლიტერატურა (პროფესიონალური, პუბლიცისტიკური, მხატვრული), პერიოდული გამოცემები. გრენლანდიურ ენაზე სწავლება მიმდინარეობს დაწყებით, საშუალო და, ნაწილობრივ, უმაღლეს სკოლებში.

დანიელი მისიონერების, პ. ეგედესა (1760) და ო. ფაბრიციუსის (1791) მიერ გრენლანდიური ენის გრამატიკაში განხორციელებული პირველი მნიშვნელოვანი სამუშაოების შემდეგ დამყარდა დანიური ორთოგრაფიის გამოყენების ტრადიცია; გერმანელი ლინგვისტის, ს. პ. კლაინშმიდტის „გრენლანდიური ენის გრამატიკის“ [„Grammatik der grönländischen Sprache mit theilweisem Einschluss des Labradordialects», 1851; ხელახლა გამოიცა 1968 წელს] გამოსვლის შემდეგ მიღებული იქნა ახალი ორთოგრაფიული სისტემა, რომელიც დღემდე გამოიყენება.

Aa

Ee

Ff

Gg

Hh

Ii

Jj

Kk

Ll

Mm

Nn

Oo

Pp

Qq

Rr

Ss

Tt

Uu

Vv

ნასესხებ სიტყვებსა და საკუთარ სახელებში აგრეთვე გამოიყენება ასოები: Bb, Cc, Dd, Ww, Xx, Yy, Zz, Øø, Öö და Åå.

  • Schultz-Lorentzen C. W. Dictionary of the west Greenland Eskimo language. Kbh., 1967;
  • Ordbogi. Kbh., 1977;
  • Dansk-Grønlandsk ordbog. Kbh., 1980;
  • Enel C. Eléments de grammaire et de vocabulaire de la langue ouest-groenlandaise. P., 1984;
  • Berthelsen Ch. Oqaatsit kalaallisuumiit qallunaatuumut. Nuuk, 1990.
  • Schultz-Lorentzen C. W. A Grammar of the west Greenland language. Kbh., 1945;
  • Swadesh M. South Greenlandic Eskimo // Linguistic structures of native America. N. Y., 1946;
  • Holtved E. Remarks on the polar Eskimo dialect // International Journal of American Linguistics. 1952. Vol. 18;
  • Bergsland K. A Grammatical outline of the Eskimo language of west Greenland. Oslo, 1955;
  • Fortescue M. West Greenlandic. L., 1984;
  • Mennecier Ph. Le tunumiisut, dialecte inuit du Groenland oriental: Description et analyse. P., 1994;
  • Вахтин Н. Б. Гренландский язык // Языки мира. Палеоазиатские языки. М., 1997;
  • Вахтин Н. Б. ГРЕНЛАНДСКИЙ ЯЗЫК დაარქივებული 2019-05-09 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 7. Москва, 2007, стр. 681.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გრენლანდიური ენა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?