For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გიორგი მერჩულე.

გიორგი მერჩულე

გიორგი მერჩულე
საქმიანობა ჰაგიოგრაფი, მწერალი და კალიგრაფი
პერიოდი 951
Magnum opus გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება

გიორგი მერჩულე — X საუკუნის ქართველი მწერალი, ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული სკოლის წარმომადგენელი.

განსწავლული პიროვნება იყო, იცოდა უცხო ენები, საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას (პავლე ინგოროყვას განმარტებით, „მერჩულე“ სამართლის სპეციალისტ თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს). მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში. 951 წელს აქვე დაწერა ჰაგიოგრაფიული თხზულება „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყარო (კირილე ალექსანდრიელის, იპოლიტე რომაელის, კირილე სკვითოპოლელისა და სხვათა თხზულებანი).

გიორგი მერჩულეს თხზულება განავრცო ბაგრატ ერისთავთერისთავმა 958–966. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ ასახავს VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ტაო-კლარჯეთში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოწაფეთა თავგადასავალს. ძეგლი პირველხარისხოვანი საისტორიო წყაროა და ზოგიერთი საცილობელი საკითხის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. საყურადღებოა თხზულებაში გადმოცემული ქართველთა ეროვნული მთლიანობის იდეა.

გიორგი მერჩულეს აზრით, „ქართლი“ მხოლოდ ეთნოგრაფიული ერთეული როდია, საქართველოა ყველგან, სადაც ღვთისმსახურება ქართულ ენაზე სრულდება: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების“. ქართული საზოგადოებრივი და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიის თვალსაზრისით გიორგი მერჩულეს მსოფლმხედველობა ცხოველ ინტერესს იწვევს. მწერალი ოფიციალური ქრისტიანული იდეოლოგიის მტკიცედ დამცველია, ქადაგებს პატრიოტიზმისა და კაცთმოყვარეობის იდეებს. თხზულებაში ზოგჯერ სასულიერო მწერლობისათვის მოულოდნელი ეპიზოდებიც გვხვდება, იგრძნობა ლტოლვა საერო მოტივებისაკენ, რაც უმთავრესად სატრფიალო თავგადასავალთა გადმოცემაში მჟღავნდება. გიორგი მერჩულე ქართული პროზის დიდოსტატია. თემატიკურ მრავალფეროვნებასა და იდეურ-აზრობრივ სიღრმესთან ერთად თხზულება ინტიმურ-ფსიქოლოგიურ განცდებისა და ყოფითი რეალიების სრულყოფილი ასახვითაც გამოირჩევა. მისთვის დამახასიათებელია ხატოვანი და ძარღვიანი, ზოგჯერ სადა და მარტივი ენა, ბრწყინვალე მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, განცდის სიწრფელე და უშუალობა.

„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ საინტერესოა აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო, სანდო ცნობებს გვაწვდის IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლების სოფრონ შატბერდელის, ილარიონ პარახელის, გიორგი მაწყვერელისა და სტეფანე მტბევარის შესახებ. იერუსალიმის საპატრიაქრო ბიბლიოთეკაში დაცულია თხზულების XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი (მიაკვლია ნიკოლოზ ჩუბინაშვილმა, 1845). 1902 ხელნაწერი აღწერა ნიკო მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ[1]. ლათინურად თარგმნა პაულ პეეტერსმა (1923). 1956 დეივიდ ლანგმა გამოაქვეყნა მისი ინგლისური პარაფრაზი. საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც. ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში (მერჩულიულნი).

  • ინგოროყვა, პავლე: გიორგი მერჩულე. ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა : ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან - თბილისი : საბჭ. მწერალი, 1954
  • ინგოროყვა პავლე: თხზულებათა სრული კრებული : 7 ტომად - თბ. : საბჭ. საქართველო, ტ. 3 : [გიორგი მერჩულე] - , 1965

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии, VII, СПб., 1911
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გიორგი მერჩულე
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?