For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გეოცენტრული სისტემა.

გეოცენტრული სისტემა

ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: ((subst:ვიკიფიცირება/info|გეოცენტრული სისტემა))
შუა საუკუნეების გეოცენტრული სისტემა (კოსმოგრაფიიდან პეტრე აპიანი, 1540 წ.)

გეოცენტრული სისტემა (ძვ. ბერძნ. Γῆ, Γαῖαდედამიწა) — პირველი კოსმოლოგიური მოდელი, წარმოდგენილი კლავდიუს პტოლემეოსის მიერ, რომლის დროსაც საზოგადოებას სწამდა, რომ უძრავი დედამიწა იყო როგორც უხილავი, ისე ხილული სამყაროს ცენტრი, რომლის გარშემოც ბრუნავდა არა მარტო მთვარე, არამედ მზეც და ვარსკვლავებიც. ეს სისტემა მეცნიერებაში დაახლოებით ათას ხუთასი წლის განმავლობაში ბატონობდა. თუმცაღა თვით ეს სისტემაც კაცობრიობას თავიდანვე არ ჰქონია, არამედ იხვეწებოდა საუკუნეების მანძილზე. სწორედ ამ ევოლუციის ჯაჭვის ბოლოში მდებარეობს ახალი, გეოცენტრული სისტემის ალტერნატივა - ჰელიოცენტრული სისტემა.

გეოცენტრული სისტემის განლაგება მშვენივრად აქვს გადმოცემული ქართული მწიგნობრობის ოსტატს სულხან საბა ორბელიანს თავის არაჩვეულებრივ ნაშრომში „ლექსიკონი ქართული“, სადაც სიტყვა „ქვეყანა“-ზე შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგი:

ქვეყანა შეცულია აერისაგან, აირი გარეშეცულია ეთერისა მიერ, რომლისა სახელი ჭირანო (პირველი ცა-მთვარის ორბიტა); და მერმე ერმის ცა, რომელსა ეწოდების ცორანო (მეორე ცა-ვენერას ორბიტა), და მერმე აფროდიტის ცა, რომელსა ეწოდების მელტარო (მესამე ცა-მერკურის ორბიტა), მერმე მზის ცა, რომელსა ეწოდების კოჭიმელი (მეოთხე ცა-მზის ორბიტა), მერმე არიას ცა, რომელსა ეწოდების ჭიმჭიმელი (მეხუთე ცა-მარსის ორბიტა), მერმე დიას ცა, რომელსა ეწოდების კიმკიმელი (მეექვსე ცა-იუპიტერის ორბიტა), მერმე კრონოსის ცა - არბასტრო (მეშვიდე ცა-სატურნის ორბიტა), მერვე ვარსკვლავთა ცა რომელიცა აღმოსავლით დასავლად მიიქცევის, მერმე მეორე მძვრელი ცა და მერმე პირველი მძვრელი ცა, რომელი ყოველთა ცათა აღმოსავლით დასაავლათ გარდააბრუნებს და მსგავსი არს ბროლისა.

რეალურად გეოცენტრულმა სისტემამ კრახი განიცადა, იმის დაჯერება იმდროინდელ არც მეცნიერებს და არც რელიგიურ მოღვაწეებს სურდათ. იმის გარდა, რომ დედამიწა არა მარტო მზის სისტემის, არამედ სამყაროს ცენტრიც ეგონათ, მათ ასევე არ იცოდნენ იმ უხილავი სამი პლანეტის (ურანი, ნეპტუნი და პლუტონი) შესახებ, რომლებიც შორს კოსმოსში, მზის გარშემო ბრუნავდნენ. ალბათ შეხვდებით ბევრ რუკას, რომლებიც მართალია ერთ დედააზრს ატარებენ, მაგრამ განსხვავება მაინც შეინიშნება. მაგალითად, მზესა და მთვარეს შორის პლანეტა მერკურისა და პლანეტა ვენერას რიგითობა განსხვავდება. რაც გამოწვეული იყო იმით რომ ამ პლანეტებზე დაკვირვება ადამიანს მხოლოდ ან მზის ჩასვლისას ან ამოსვლისას შეეძლო, ან კიდევ მზის დაბნელების დროს. ეს უკანასკნელი ორი პლანეტა ხომ მზესთან ახლოს ბრუნავს. ხოდა სადაც მზეა იქ არის როგორც წესი ეს ორი პლანეტაც. მაშასადამე თუ ამ პლანეტათა მდგომარეობა ისეთია, რომ მზის ამოსვლამდე ჯერ ისინი ამოვიდნენ ხომ კაი, მაშინ ადამიანი ცის განათებამდე მოასწრებს მათ ნახვას. იგივე სიტუაციაა მზის ჩასვლისას. მზე რომ ჩავა პლანეტათა შესაძლო მდგომარეობამ შეიძლება სიბნელეში მოგვცეს მათი დანახვის საშუალება. სწორედ ამიტომ წერს სულხან საბა რომ „ასპიროზს აქვს ორი სახელი: ერთია განთიადისას, მანამ ჩანს და ჰქვია მთიები ხოლო მეორე როცა მწუხრისას გამოჩნდება და ჰქვია აფროდიტი“. ზოგს საერთოდ ცისკრის ვარსკვლავი და მწუხრის ვარსკვლავი სხვადასხვა პლანეტა ეგონა. აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო პლანეტათა დანახვის მესამე არეალი — მზის დაბნელება. ამ შემთხვევაშიც ადამიანს სულ მცირე დრო ჰქონდა პლანეტებზე დასაკვირვებლად. თუმცაღა მზის დაბნელება იძლეოდა უტყუარ პასუხს, თუ რომელ თანავარსკვლავედში იმყოფებოდა მზე. რატომ რეალურად? იმიტომ, რომ დროთა განმავლობაში მზის სისტემის ცვალების გამო ეს პერიოდები დაირღვა.

  • სულხან-საბა ორბელიანი, ”ლექსიკონი ქართული”, რედაქტორები: ელ. მეტრეველი და ც. ქურციკიძე თბ., 1991.

პლანეტათა ძველი სახელწოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გეოცენტრული სისტემის განლაგება
ძვ. ქართული ბერძნული რომაული
მთოვარე ელემენტი ელემენტი
ერმი აფროდიტე (Αφροδίτη) ვენერა
აფროდიტი ჰერმესი მერკური
მზე ელემენტი ელემენტი
არია არესი მარსი
დია ზევსი იუპიტერი
კრონოსი კრონოსი სატურნი
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გეოცენტრული სისტემა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?