For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გაჭედილი.

გაჭედილი

სოფელი
გაჭედილი
მეგრ. გოჭკადილი

გაჭედილის კანიონი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი მარტვილის მუნიციპალიტეტი
თემი გაჭედილი
კოორდინატები 42°28′05″ ჩ. გ. 42°22′15″ ა. გ. / 42.46806° ჩ. გ. 42.37083° ა. გ. / 42.46806; 42.37083
ცენტრის სიმაღლე 240
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 427[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გაჭედილი — საქართველო
გაჭედილი
გაჭედილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
გაჭედილი

გაჭედილისოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გაჭედილი, პირველი ბალდა, მეორე ბალდა, მესამე ბალდა, პატარა თამაკონი, სკურდი). მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპირო, ზღვის დონიდან 240 მეტრი, მარტვილიდან 8 კმ, სენაკიდან 48 კმ.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 427 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 573 272 301
2014[1] 427 213 214

სოფელ გაჭედილის კანიონი მდებარეობს მდინარე აბაშაზე. კანიონის სიგრძეა 2400 მ, ხოლო ჩაჭრის სიღმე – 20-40 მ. კანიონის შუა ნაწილში 12 მ სიმაღლის ჩანჩქერია.

კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები, რითაც ის მსოფლიოში მესამე აღმოჩენაა, რომლის ტერიტორიაზეც პრეისტორიული ხანის ცხოველების ნაშთები ერთად დიდი რაოდენობთაა წარმოდგენილი. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სტუდენტთა და მაგისტრანტთა საველე-სასწავლო პრაქტიკის დროს გაკეთდა. აგვისტოში ილიას უნივერსიტეტმა საველე დაზვერვითი ექსპედიცია მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პალეონტოლოგებმა ვიაჩესლავ ჩხიკვაძემ და ვასილ გაბუნიამ. ამ ექსპედიციების შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ გაჭედილში, მდინარე აბაშის ხეობაში დინოზავრის ორი ნატერფალი აღმოჩნდა[3]. სოფელ გაჭედილის კანიონი 2010 წლის 4 ოქტომბერს ნაკრძალად გამოცხადდა[4]. 2011 წელს ილიას უნივერსიტეტმა ხელმეორედ მოაწყო რამდენიმე საკვლევი ექსპედიცია გაჭედილის კანიონში. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები. ექპედიიციის ერთ-ერთი მონაწილის, ვასილ გაბუნიას თქმით, კანიონში აღმოჩენილი ნაკვალევი დინოზავრის ნაფეხურების მსგავსია, თუმცა ამაზე გადაჭრით საუბარი ძნელია, მანამ, სანამ არ მოხდება კვლევა და შესწავლა აღმოჩენილი მასალებისა[5].

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გაჭედილი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?