For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ლოგო

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)სოფლის მეურნეობის დარგში გაეროს სისტემის უმთავრესი სააგენტო. იგი დაარსდა 1945 წელს. ორგანიზაციას აქვს სპეციალური პროგრამები, რომლებიც ქვეყნებს სურსათთან დაკავშირებულ საგანგებო კრიზისის დაძლევაში ეხმარება.

ორგანიზაციას აფინანსებს სხვადასხვა დონორები და მთავრობები და იგი ყოველწლიურად დაახლოებით 300 მლნ. აშშ დოლარს იღებს მათგან. ორგანიზაციის წლიური ბიუჯეტი დაახლოებით 700 მლნ. აშშ დოლარს წარმოადგენს.

სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია, რომელიც გაერო-ს სპეციალიზებულ სააგენტოს წარმოადგენს, დაფუძნდა 1945 წელს FAO-ს კონფერენციის პირველი სესიის მიერ. მისი შტაბ-ბინა მდებარეობს რომში, იტალია და მასში გაწევრიანებულია 191 ქვეყანა და ერთი ორგანიზაცია. FAO-ს აგრეთვე ჰყავს ერთი ასოცირებული წევრი. FAO-ში მუშაობს 3600-ზე მეტი ადამიანი.

FAO-ს მართავს წევრი-ქვეყნების კონფერენცია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იკრიბება. იგი განიხილავს ორგანიზაციის მიერ გაწეულ საქმიანობას და მომდევნო ორი წლის სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს.

ხსენებული კონფერენცია ირჩევს 49 წევრი-ქვეყნისაგან შემდგარ საბჭოს, რომელიც წარმოადგენს შუალედურ მმართველ ორგანოს. კონფერენცია აგრეთვე ირჩევს გენერალურ დირექტორს, რომელიც ხელმძღვანელობს ორგანიზაციას. დღეისათვის FAO-ს გენერალურ დირექტორია დოქტორი ჟოზე გრაციანო დე სილვა.

FAO, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და შიმშილის აღმოფხვრის მიზნით, მის წევრ ქვეყნებს სთავაზობს საკუთარ გამოცდილებას სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შემუშავებაში, ეფექტიანი კანონმდებლობის შედგენასა და ეროვნული სტრატეგიების შექმნაში;

FAO-სთან საქართველოს თანამშრომლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველო FAO-ს წევრი ქვეყანა გახდა 1995 წლის 20 ოქტომბერს.

2004 წელს FAO-ს აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სუბ-რეგიონულ წარმომადგენელს მიენიჭა საქართველოში FAO-ს წარმომადგენელის უფლებამოსილება, ხოლო ამავე წლის 4 ნოემბერს საქართველოში ოფიციალურად გაიხსნა FAO-ს წარმომადგენლობის ოფისი.

საქართველოში FAO-ს წარმომადგენელია ქალბატონი ფერნანდა გუერიერი.

საქართველოში FAO-ს მანდატია მხარი დაუჭიროს ქვეყნის ძალისხმევას სასურსათო უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფაში.

FAO-ს მიმდინარე პროექტებიდან აღსანიშნავია:

  • კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მიგრირებად და სხვა მავნებელ მწერებთან ბრძოლის გაუმჯობესება (2009-2011);
  • აფრიკული ღორის ცხელების გავრცელებაზე კონტროლის გაძლიერება (2008 - 2009წწ);
  • საქართველოში კონფლიქტის შემდგომ სასოფლო-სამეურნეო და სასურსათო უსაფრთხოების საჭიროებათა შეფასება გადაუდებელი და სარეაბილიტაციო დახმარებისათვის (2008 - 2008)
  • პირუტყვის კომბინირებული საკვების განაწილება კონფლიქტით დაზარალებული მცირე ზომის საოჯახო მეურნეობებისათვის და სოფლის მეურნეობის სექტორისა და სასურსათო უსაფრთხოების კლასტერული კოორდინაციის მხარდაჭერა საქართველოში.
  • სასოფლო სამეურნეო საშუალებების გადაუდებელი მიწოდება და სოფლის მეურნეობის სექტორისა და სასურსათო უსაფრთხოების კლასტერული კოორდინაციის მხარდაჭერა საქართველოში. (2009-2009);
  • ეპიზოტიისაგან დაზარალებულ ქვეყნებში „გადაუდებელი და სარეაბილიტაციო ღონისძიებების სპეციალური პროგრამის“ (SFERA) მეშვეობით „ფრინველის გრიპის წინააღმდეგ საპასუხო ღონისძიებების“ პროგრამის განხორციელების მხარდაჭერა (2007-2009);
  • ფრინველის გრიპის სადიაგნოსტიკო და პრევენციული ღონისძიებების შესახებ FAO-ს გლობალურ პროგრამაში კანადის მთავრობის შენატანი აფრიკისა და სხვა რეგიონების მხარდასაჭერად (2007-2010);
  • EC/FAO-ს სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის II ფაზა (2006-2008);
  • სასურსათო უვნებლობის განმტკიცება II ფაზა (2008-2009);
  • სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარკეტინგისა და სტრატეგიული კვლევების სამმართველოს ფუნქციური გაძლიერება (2007-2008);
  • აგრარული ბიოტექნოლოგიებისა და ბიოუსაფრთხოების სფეროში შესაძლებლობების ზრდა (საქართველო, სომხეთი, მოლდოვა) (2007-2009);

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?