For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბორაკაი.

ბორაკაი

ბორაკაი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 11°58′30″ ჩ. გ. 121°55′21″ ა. გ. / 11.9750000° ჩ. გ. 121.9225000° ა. გ. / 11.9750000; 121.9225000
ფართობი 10.32 კმ²
ცენტრის სიმაღლე 53 მეტრი
მოსახლეობა 32 267,
37 802 (1 მაისი, 2020)
ბორაკაი — ფილიპინები
ბორაკაი

ბორკაია ― კუნძული დასავლეთ ვისაიასის რეგიონში, ფილიპინებში. მდებარეობს კუნძულ პანაიდან 0.8 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. კუნძულის საერთო ფართობია 10.32 კმ².

თეთრი ქვიშის პლაჟების გარდა, ბორაკაი ასევე ცნობილია, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილი. 2013 წელს კუნძული მოწინავე იყო მშვიდ და ღამის ცხოვრებით გამორჩეულ ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორის.[1]

2012 წელს საერთაშორისო სამოგზაურო ჟურნალის, travel+leisure მონაცემებით, ბორაკაი მსოფლიოს საუკეთესო კუნძულად დასახელდა.[2][3] 2014 წელს საერთაშორისო ჟურნალმა, condé nast traveler, ბორაკაი „მსოფლიოს საუკეთესო კუნძულების“ სიაში შეიტანა.[4]

2018 წლის აპრილში სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, კუნძული ექვსი თვითა დაიხურა. ბორაკაი ხელახლა 2018 წლის ოქტომებრში გაიხსნა.

კუნძულის სახელწოდების წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, კუნძულის სახელწოდება დაკავშირებულია ადგილობრივ სიტყვასთან ბორაკი, რაც თეთრ ბამბას ნიშნავს. ატის ტომის გადმოცემით, კუნძულის სახელწოდება ინატური სიტყვებიდანბორა და ბოკაი წარმოდგება, რაც ბუშტებს ნიშნავს და თეთრს ნიშნავს. სხვა ვერსიით, ბორაკაის სახელწოდება სიტყვებიდან საგაი და ბორაი წარმოდგება, რაც ნიჟარასა და თესლს ნიშნავს.

წინაკოლონიური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVI საუკუნეში ფილიპინების ესპანურ კოლონიზაციამდე ბორაკაი ატის ტომებით იყო დასახლებული. იბერიელი დამპყრობელებისთვის კუნძული ბურაკაის სახელწოდებით იყო ცნობილი. ევროპელებთან პირველად შეხვედრისას ბურაკაიზე ასი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთაც ბრინჯი მოჰყავდათ და თხებს აშენებდნენ.

თანამედროვე პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბორაკაის მდებარეობა აკლანის პროვინციაში

ბორაკაი აკლანის პროვინციის ნაწილია, რომელმაც დამოუკიდებლობა 1956 წლის 25 აპრილს მოიპოვა.

კუნძულ-კურორტად გარდაქმნამდე ბორაკაი სასოფლო-სამეურნეო კუნძულს წარმოადგენდა. 1900 წლისთვის კუნძულის მნიშვნელოვანი ნაწილი სოფია გონსალეს ტიროლმა და მისმა ქმარმა, ლამბერტო ონტივეროს ტიროლმა შეიძინეს. მათ ქოქოსი, ხილის ხეები და მცენარეები გააშენეს. კუნძულის ეკონომიკის მთავარი სექტორი კოპრის მოყვანა და თევზის მრეწველობა იყო. ციანიდით თევზაობის შედეგად მარჯნის რიფების დაზიანების გამო თევზის მრეწველობის მასშტაბები შემცირდა. 1980-იან წლებში კოპრის ფასი დაეცა, რის შემდეგაც შემოსავლების ალტერნატიულ წყაროდ ტურიზმი იქცა.

1978 წელს პრეზიდენტმა ფერდინანდ მარკოსმა ბორაკაი სხვა კუნძულებთან, ყურეებთან და ნახევარკუნძულებთან ერთად ტურისტული ზონების სიაში შეიტანა.

ბორაკაი კუნძულ პანაიდან ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. შედის დასავლეთ ვისაიასის შემადგენლობაში. კუნძული დაახლოებით 7 კმ-ის სიგრძისაა, ხოლო ყველაზე ვიწრო მონაკვეთში კმ-ზე ნაკლები სიგანისაა. კუნძულის საერთო ფართობი 10.32 კმ²-ია.

ბორაკაი აკლანის პროვინციის ქალაქ მალაის იურისდიქციის ქვეშაა. ბორაკაი სამ ბარანგაის მოიცავს: ბალაბაგს, მანოკ-მანოკსა და იაპაკს.

თეთრი პლაჟი, ბორაკაი

ბორაკაის ამინდი ორ სეზონურ კლიმატს მოიცავს, რომელსაც ადგილობრივები ამიჰანისა და ჰაბაგატის სეზონებს უწოდებენ. ვისაიანურ ენაზე ამიჰანი გრილ ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარს ნიშნავს, ხოლო ჰაბაგატი დასავლეთის ან სამხრეთ-დასავლეთის ქარს, სამხრეთ-დასავლეთის მუსონს. ამიჰანის სეზონი საშუალო ტემპერატურით, ნალექების მცირე რაოდენობითა და ჩრდილო-აღმოსავლეთის ქარებით ხასიათდება. ჰაბაგატის სეზონი ცხელი და ტენიანი ამინდით, ნალექების დიდი რაოდენობითა და დასავლეთის ქარებით გამოირჩევა.

ბორაკაიზე ამიჰანისა და ჰაბაგატის სეზონების ცვლილების მთავარი მაჩვენებლი ქარის მიმართულების ცვლილებაა. ბოლო წლებში ეს ცვლილება ძირითადად ღამით ხდება. ზოგჯერ ქარის მიმართულებების ცვლილება ერთ ან ორ კვირას გრძელდება, სანამ ახალი სეზონი დაიწყება. ჩვეულებრივ, ამიჰანის სეზონი ოქტომბრიდან ივნისამდე გრძელდება, ხოლო ჰაბაგატის სეზონი ― წელიწადის დარჩენილ დროს.

2009-2019 წლებში მალაის მუნიციპალიტეტის ტემპერატურა 25-30°C-ს შორის მერყეობდა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა (24°C) 2014 წლის თებერვალში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე მაღალი (31°C) ― 2018 წლის ოქტომბერში. ტორპიკული ქარიშხლები ბორაკაის წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება დაატყდეს თავს, თუმცა უმეტესწილად, ჰაბაგატის სეზონის დროს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Relaxation, nightlife both more fun in Boracay. Yahoo! Philippines. ციტირების თარიღი: February 21, 2013
  2. Boracay named 2012 worlds best island. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: February 21, 2013
  3. BORACAY named 2012 No.1 World's Best Island. Boracay Beach Live. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 24, 2013. ციტირების თარიღი: დეკემბერი 2, 2021.
  4. „The Best Islands in the World“. Conde Nast Traveler. October 20, 2014.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბორაკაი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?