For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბელერიანდი.

ბელერიანდი

ბელერიანდი — ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში, პირველ ეპოქაში, შუახმელეთის რეგიონი ჩრდილო-დასავლეთში. თავდაპირველად ასე ეწოდებოდა ტერიტორიას ბალარის ყურესთან, მაგრამ დროთა განმავლობაში სახელი მთელ ტერიტორიას დაერქვა.

სიტყვების ელემენტი „ბელერ/ბალარ“, როგორც თვლიან, მაიარებისგან მომდინარეობდა, კერძოდ - ოსესგან, რომელიც ბალარის ნაპირთან ცხოვრობდა.

დასავლეთით და სამხრეთით ბელერიანდს ერთვოდა საკმაოდ გრძელი ნაპირი, რომელსაც ებჯინებოდა დიდი ზღვა ბელეგაერი. ჩრდილოეთით მდებარეობდა ჰითლუმის, დორთონიონისა და ჰიმრინგის მთიანი რეგიონები. აღმოსავლეთით განლაგებული იყო ერედ ლუინის მთების ჯაჭვი, რომელიც ზღვამდე აღწევდა. ნევრასტის მიწა ჩრდილო-დასავლეთში ხშირად ბელერიანდის ნაწილად ითვლებოდა.

ბელერიანდის მთავარი მდინარე იყო სირიონი, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მოედინებოდა და ამ მიწას ყოფდა დასავლეთ და აღმოსავლეთ ბელერიანდად. აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მას კვეთდა მთების ჯაჭვი და მკვეთრი ამაღლება ანდრამი (გრძელი კედელი). მის აღმოსავლეთით მოედინებოდა მდინარე გელიონი. მისი ექვსივე განშტოება ჩაედინებოდა ერედ ლუინში, რომელიც ოსირიანდად ან შვიდი მდინარის მიწად იყო ცნობილი. ფალასის დასავლეთ მიწაზე ასევე მოედინებოდა ორი მომცრო მდინარე, ბრითონი და ნენინგი.

პირველი ეპოქის 583 წელს ვალართა მორგოთთან ომის დროს ბელერიანდი მთლიანად განადგურდა. დარჩა მხოლოდ აღმოსავლეთ ბელერიანდის მცირე ნაწილი, რომელსაც ლინდონი დაერქვა. თუმცა, მეორე წყაროს მიხედვით ცნობილია, რომ ბელერიანდის სხვა ნაწილები შემორჩა მეორე ეპოქაშიც, მაგრამ ნუმენორის დანგრევას შეეწირა.

წინასწარმეტყველების თანახმად ისე მოხდა, რომ ტურინ ტურამბარისა და მორუენის, მისი დედის საფლავები ტოლ მორუენის კუნძულად წოდებულ ადგილზე შემორჩა. დორთონიონის ნაწილად იქცა ტოლ ფუინი, ხოლო ჰიმლინგის გორა - უბრალოდ ჰიმლინგად. ყველა ერთად ქმნიდა დასავლეთ კუნძულებს.

გონდოლინი (პირველი ეპოქა, დაახ. 126 – 510, იარსება 384 წელი) — მეფე ტურგონის მმართველობისას დიდი დამალული ქალაქი. მდებარეობდა გარშემორტყმულ მთებში.

დორიათი — სინდართა დამალული მიწა. მას „შემოღობილ ქვეყანას“ უწოდებდნენ, ვინაიდან მისმა დედოფალმა, მელიანმა დაიცვა შელოცვილი უხილავი გარსით. ამ გარსის გამო მასში მეფე თინგოლის ნებართვის გარეშე ვერავინ შედიოდა.

ნარგოთრონდი — ციხესიმაგრე, აშენებული ფინროდ ფელაგუნდის მიერ. მდებარეობდა ნაროგის ნაპირებზე, ბელერიანდის ტერიტორიაზე. იგი იყო ფელაგუნდის სამეფოს ძირითადი წერტილი და მოიცავდა მიწებს ჩრდილოეთით (ტალათ დირნენს და სხვებს).

ჰითლუმი (, წარმ. [ˈhiθlum]) — ბელერიანდის რეგიონი, ჰელკარაქსის მახლობლად. განადგურებული იქნა რისხვის ომის დროს.

ბელერიანდი ითარგმნება როგორც ბალარის მიწა, დაბოლოებით - -ian(d), რომელიც ადგილებსა და ქვეყნებს აღნიშნავს. „შუახმელეთის ისტორიის“ ერთ-ერთ ტომში, დაკარგული მოთხრობების წიგნში, მითითებულია მისი ქუენიური სახელი - ვალარიანდე (Valariandë). ტოლკინის ამა თუ იმ ხელნაწერში ბელერიანდს სხვადასხვა სახელი აქვს (ისევ და ისევ „შუახმელეთის ისტორიის“ ტომებიდან გამომდინარე) - ბროსელიანდი (Broseliand), გოლოდჰინანდი (Golodhinand), ნოლდორინანი (Noldórinan), გელერიანდი (Geleriand), ბლადორინანდი (Bladorinand), ბელაურიენი (Belaurien), არსირიანდი (Arsiriand), ლასირიანდი (Lassiriand) და ოსირიანდი (Ossiriand) - ეს უკანასკნელი მოგვიანებით იქცა სულ სხვა მიწის სახელწოდებად.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბელერიანდი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?