For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბელაქნისწყალი.

ბელაქნისწყალი

ბელაქნისწყალი
აზერ. Balakənçay
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ტერიტორიული ერთეულები სიღნაღის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე)
ბელაქანის რაიონი
ქალაქები ბელაქანი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
41°52′50″ ჩ. გ. 46°31′50″ ა. გ. / 41.88056° ჩ. გ. 46.53056° ა. გ. / 41.88056; 46.53056
სათავის სიმაღლე 2500 მ
შესართავი ალაზანი
41°35′08″ ჩ. გ. 46°18′51″ ა. გ. / 41.58556° ჩ. გ. 46.31417° ა. გ. / 41.58556; 46.31417
შესართავის სიმაღლე 185 მ
სიგრძე 39 კმ
აუზის ფართობი 320 კმ²
მდინარის სისტემა ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 3,51 მ³/წმ
ბელაქნისწყალი — საქართველო
ბელაქნისწყალი
ბელაქნისწყალი
ბელაქნისწყალი — კახეთის მხარე
ბელაქნისწყალი
ბელაქნისწყალი
— სათავე, — შესართავი

ბელაქნისწყალი, ბელაქანჩაი (აზერ. Balakənçay) — მდინარე საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთი კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2500 მ სიმაღლეზე. სიგრძე 39 კმ, აუზის ფართობი 320 კმ². წარმოიქმნება მდინარეების საათიორისა და რეხუსაათიორის შეერთების შედეგად. უმთავრესად მიედინება სამხრეთ-დასავლეთისაკენ და ქალაქ ბელაქანთან იყოფა ორ ძირითად ტოტად, რომელთაგან ერთი — პატარა ბელაქნისწყალი მიედინება სოფელ ქორთალის აღმოსავლეთით და ზღვის დონიდან დაახლოებით 200 მ სიმაღლეზე ერთვის მდინარე კატეხისწყალს მარჯვენა მხრიდან, ხოლო მეორე — ბელაქნისწყალი 185 მ სიმაღლეზე მარცხენა მხრიდან ერთვის მდინარე ალაზანს. ბელაქნისწყლის აუზი გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისაკენ. მისი საშუალო სიგანეა 8,2 კმ, ხოლო საშუალო სიმაღლე 958 მ.[1] ბელაქნისწყლის კალაპოტი ალაზანთან არხის მეშვეობითაა დაკავშირებული.[2]

ქვემო დინებაში გაშლილია ალაზნის ვაკეზე. ორივე მხრიდან ერთვის მრავალი მდინარე, რომელთა შორის გამოიყოფა: სოლბანჩაი, ყარაბორი, ჯილთიქჩაი და სხვა. როგორ წესი, მაქსიმალური დონეები მაისშია, იშვიათ შემთხვევაში ივნისში. დაბალი დონეები ზამთრის თვეებშია, კერძოდ იანვარ-თებერვალში. ივნისიდან იცის ზაფხულის წყალმცირობა. ღვარცოფი მდინარის აუზში ყველაზე სახიფათო ჰიდროლოგიურ და ბუნებრივ მოვლენად მიიჩნევა. მდინარის აუზში კატასტროფული სელური მოვლენები დაფიქსირდა: 1862, 1877, 1889, 1914, 1924, 1927, 1931 და 1932 წლებში.[1]

ყინულოვანი მოვლენები არამდგრადი ხასიათისააა და გვხვდება ეპიზოდურად. განვითარებულია ყინულნაპირისი. ყინულსვლა არ იცის და როგორ წესი ყინული ადგილზევე დნება. ბელაქნისწყლის წყალი ქიმიური შედგენილობით ჰიდროკარბონატულია, მთელ სიგრძეზე სასმელად ვარგისია, მხოლოდ წყალმოვარდნისას საჭიროებს ფილტრაციას. გამოიყენება სარწყავად. საშუალო წლიური ხარჯი 3.51 მ³/წმ.[3]

მდინარის ნაპირებზეა ქალაქი ბელაქანი, სოფელი ერისიმედი და სხვა. ბელაქნისწყლისა და ალაზნის შეერთების ადგილზე მდებარეობდა ქალაქი ბოეთანი;[4] თავის დროზე ბელაქნისწყალს მოიცავდა საქართველოს ისტორიული მხარე ელისენი. მდინარის ხეობაში შემორჩენილია ნაწილობრივ დანგრეული თამარის ციხე.[5] აღსანიშნავია, რომ ბელაქნისწყალზე 1605 წელს გაიმართა კახეთის აჯანყება.[6]

ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბატონიშვილი ბელაქნისწყლის შესახებ გადმოგვცემს:[7]

ვიკიციტატა
„ხოლო ბელაქნის წყალი გამოსდის ხუნზახსა და ამას შორის კავკასს, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად. აქ, მთის კალთას, არს ციხე მაკაბელი და სასახლე მეფეთა, რომელსა ეწოდა პირველ ნოსპატო.“
  1. 1.0 1.1 Материалы по гидрографии СССР. Реки Азербайджанской ССР. Том 3. Бассейн Кавказа. Выпуск 4. Бассейны р. Куры (без Аракса). Баку, 1955 г., 324 стр.
  2. ჯავახიანი. საქართველოს საზღვრების პრობლემა XX საუკუნის I ნახევარში და ივანე ჯავახიშვილი. ნაწილი I. თბილისი 2017
  3. Maqbet Məmmədov. Azərbaycanın Hidroqrafiyası. Bakı,. „Təhsil“, NPM, 2012, 254 səh.
  4. გვასალია ჯ., მარჯანიშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 454.
  5. ფერი ყალა (თამარის ციხე) (გვიანდელი ფეოდალური ხანა) | საქართველოს ძეგლები dzeglebi.ge
  6. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 4, თბ., 1967
  7. ბატონოშვილი ვახუშტი, საქართველოს გეოგრაფია, რედაქცია მ. გ. ჯანაშვილისა. თფილისი, 1904
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბელაქნისწყალი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?