For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბებრისციხე (ანანური).

ბებრისციხე (ანანური)

ბებრისციხე — მდებარეობს სოფელ ანანურიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე, მდინარე მთიულეთის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია ჟინვალჰესის წყალსაცავით დატბორილ ზონაში. განეკუთვნებოდა გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ციხე შეიცავდა განცალკევებულ კლდოვან მასივზე ცალი მხრიდან მიშენებულ ორ კოშკს და კლდეზე დაშენებულ ნაგებობას. კოშკები კლდეზე აღმოსავლეთის მხრიდან იყო მიშენებული. მათგან შედარებით უკეთ იყო შემორჩენილი სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე, გეგმით ოთხკუთხა (9 X 4,5 მ) ოთხსართულიანი კოშკი, რომელიც სამი მხრიდან სწორი კედლით იყო შემოზღუდული. შესასვლელი პირველი სართულის დონეზე — ჩრდილოეთის კედელში იყო მოწყობილი. მის მოპირდაპირედ — დაბალი თაღოვანი ღიობი, რომელიც მდინარის ნაპირთან გადიოდა. სართულის აღმოსავლეთ კედელში. ერთ დონეზე, განლაგებული იყო ერთმანეთისგან თანაბარი მანძილით დაშორებული სამი სათოფური. სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხესთან კლდეში ამოკვეთილი იყო სამეურნეო დანიშნულების ღრმა ორმო. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი იყო ორი სარკმელი, ჩრდილოეთ კედელში — ერთი. მესამე სართულის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილში მოწყობილი იყო ფართო ღიობი. ჩრდილოეთ კედელი და სამხრეთ კედლის შემორჩენილი ნაწილი ყრუ იყო. კოშკის მეოთხე სართულს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლების მცირე ნაწილიღა ჰქონდა შემორჩენილი.

მეორე კოშკისგან მხოლოდ ჩრდილოეთ კედლის ნაწილი იყო შემორჩენილი. ციხის მესამე, კლდის მასივის თხემზე აგებული ნაგებობიდან მხოლოდ კედლების ფრაგმენტები იკითხებოდა.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბებრისციხე (ანანური)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?