For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ვასილ ბარნოვი.

ვასილ ბარნოვი

ვასილ ბარნოვი
დაბადების თარიღი 22 მაისი (3 ივნისი), 1856 ან 3 აპრილი, 1856(1856-04-03)
დაბადების ადგილი კოდა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 4 ნოემბერი, 1934(1934-11-04) (78 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა (({link alias-s))} დროშა რუსეთის იმპერია
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია და მოსკოვის სასულიერო აკადემია
ჟანრი მოკლე რომანი

ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი (ბარნაველი) (დ. 3 ივნისი [ძვ. სტ. 22 მაისი], 1856, სოფელი კოდა (ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი) ― გ. 4 ნოემბერი, 1934, თბილისი) — ქართველი მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ქართული ისტორიული რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

დაიბადა სასულიერო მოღვაწის, დეკანოზ ზაქარია ბარნაველის ოჯახში. თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ იქვე მასწავლებლობდა (1877-1878). 1882 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემიის ისტორიის განყოფილება. მასწავლებლობდა სენაკში, თელავსა და თბილისში. 1918-1924 წლებში ქართულ სიტყვიერებას ასწავლიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულ სრული გიმნაზიის უფლებით მოქმედ „შ. ნუცუბიძის კურსებზე“. გარდა ამისა, 1918-1921 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის იუნკერთა სასწავლებელში. 1921-1930 წლებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის უნივერსიტეტის მუშფაკში. 1917 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის წევრი (იყო კავშირის ერთ-ერთი ფუძემდებელი). 1880-იანი წლების დამლევს არჩეულ იქნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში.

ბარნოვის პირველი კორესპონდენცია „რამდენიმე სურათი ხევსურების ცხოვრებიდან“ გამოქვეყნდა 1878 („დროება“, N 220-227), პირველი ლექსი „ქართველი ქალი“ - 1879 („დროება“, N149), პირველი ორიგინალური მოთხრობა „პატარა ლევანი“ - 1893 („კვალი“, N2), პირველი რომანი „ისნის ცისკარი“ - 1901 („მოამბე“, N18).

ბარნოვი ქართული ისტორიული რომანის ფუძემდებელია. მისთვის ისტორიული მოვლენების ასახვა თვითმიზანი არ არის, მწერლის ყურადღების ცენტრშია ზოგადსაკაცობრიო პრობლემები. ბარნოვის ფილოსოფიური შეხედულებები ეფუძნება, ერთი მხრივ ქართულ მითოლოგიას, მეორე მხრივ იდეალისტურ მსოფლაღქმას. ბარნოვისთვის ღმერთი — კეთილი და ნათელი აბსოლუტი - არის სამყაროს პირველმიზეზიცა და განვითარების საბოლოო მიზანიც; ამ ქვეყნის ღმერთი სიყვარულისა და მშვენიერების სახით ევლინება; სიყვარული ღვთაებრივია და ამდენად - უკვდავი; სიყვარულის დათრგუნვის ცდა მარცხით მთავრდება (რომანები „მიმქრალი შარავანდედი“, 1913; „ტრფობა წამებული“, 1918); მშვენიერება მატერიალურია, მაგრამ ისწრაფვის ღვთაებრივისაკენ და საბოლოოდ ღმერთს უერთდება (მოთხრობა „ძვირფასი თვალი“, 1924). ბარნოვის მიზანია კეთილისა და ბოროტის მარადიული ბრძოლის წარმოჩენა. მისი აზრით, სამყაროს თუმცა კი ღვთის ნება განაგებს, მაგრამ „განგების რჩეულს“, „რაინდს კეთილისა“, ე. ი. დიდ ისტორიულ პიროვნებას, ძალუძს წარმართოს ქვეყნის შინაგანი ძალები კეთილის გამარჯვებისათვის. ბარნოვი თითქმის ზუსტად იცავს ისტორიის სინამდვილეს, მაგრამ ფაქტების საკუთარი ინტერპრეტაციის მისაღწევად მიმართავს მხატვრულ გამონაგონსაც.

მწერლის იდეური ჩანაფიქრი მის რომანებში დიდ ისტორიულ ძვრებს („ტრფობა წამებული“, „არმაზის მსხვრევა“, 1925; „გიორგი სააკაძე“, 1923-1925) ან შემთხვევით ისტორიულ ცნობებს („მიმქრალი შარავანდედი“, „დედოფალი ბიზანტიისა“, 1927; „ცოდვა სიჭაბუკისა“, 1928) ემყარება. ზოგჯერ სიუჟეტი მთლიანად გამოგონილია, მხოლოდ ფონია ისტორიული („ისნის ცისკარი“).

„მიმქრალ შარავავანდედში“ წარმოსახულია ბრძოლა პატივმოყვარეობასა და სიყვარულს შორის XVI საუკუნეში საქართველოს ისტორიულ სინამდვილის ფონზე; ფინალი მიგვანიშნებს, რომ დიდების შარვანდედი უსიყვარულოდ ამაოა. „ტრფობა წამებული“ VIIII-IX საუკუნეების საქართველოს ცხოვრებას ეხება და საეკლესიო დოგმების წინააღმდეგაა მიმართული; თუმცა ფაქტობრივად ეკლესია იმარჯვებს, ზნეობრივი უპირატესობა სიყვარულის მხარეზეა. ბარნოვისათვის გიორგი სააკაძე („გიორგი სააკაძე“) „კეთილი რაინდია“, ღვთის ნებით საქართველოს გაერთიანებისათვის და მეფობისათვის მოწოდებული; მან კი არ ინდომა ბაგრატიონთა გვირგვინის ხელყოფა, რისთვისაც გამგებამ დასაჯა იგი. „არმაზის მსხვრევა“ საქართველოში ქრისტიანობის დამკვიდრებას ეხება; წარმართობისა და ქრისტიანობის ჭიდილის საფარქვეშ იმალება სპარსეთისა და ბიზანტიის ბრძოლა საქართველოს დამონებისათვის.

ბარნოვი ავტორია მრავალი მოთხრობისა, რომლებიც მიძღვნილია ფილოსოფიური („ტკბილი დუდუკი“, 1909; „ნაძვნარის დევი“, 1921), სოციალური („თებარას დანიშნული“, 1911; „ფარჩის ახალუხი“, 1912; „გველის ზეიმი“, 1919; „სადედოფლო სარტყელი“, 1920; „განასკვილი სიმი“, 1920), პედაგოგიკური („ნუშო“, 1898; „ქოჩორა ხე“, 1898; „პროფესორი“, 1901; „მეჩვენა“, 1901) და სხვა პრობლემებისადმი. ბარნოვის პროზის რიტმულობა, რამდენადმე ხელოვნური სინტაქსური წყობა, ძველი ქართული მწელობისა და ხალხური მეტყველების მარაგით გამდიდრებული ლექსიკა განუმეორებელ ელფერს ანიჭებს მის სამწერლო სტილს.

ბარნოვმა ამაგი დასდო ქართულ ფოლკლორისტიკას; თბილისის სასულიერო სემინარიაში იგი ქართული ხალხური სიტყვიერების კურსს კითხულობდა. მის ნარკვევებსა და წერილებში გაშუქებულია ქართული მითოლოგიისა და საგმირო ეპოსის საყურადღებო საკითხები. საინტერესოა მისი დაკვირვებანი „ამირანიანზე“, „როსტომიანზე“, „ტარიელიანზე“, „არსენას ლექსზე“. მანვე შეადგინა არსენა ოძელაშვილის სრული ბიოგრაფია (1919) ფოლკლორული და ისტორიულ-ლიტერატურული წყაროების საფუძველზე.

აღსანიშნავია, რომ მწერალი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში (1880-იან-1910-იან წლებში), თუმცა არ ეკუთვნოდა არც ერთ პარტიას. იმავდროულად, იგი აქტიურად იყო ჩაბმული ბრძოლაში ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად (რაც წარმატებით დაგვირგვინდა 1917 წელს).

ვასილ ბარნოვი გარდაიცვალა 1934 წელს. დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი სახელი მწერლის სიცოცხლეშივე მიენიჭა თბილისის ერთ-ერთ ქუჩას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ვასილ ბარნოვი. თხზულებანი, ტტ. 1-10, თბილისი, 1961-1964.
  • ცისკარიძე ვ., ბარნოვი (ბარნაველი) ვასილ ზაქარიას ძე.- ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, თბილისი, 1997, გვ. 359-360;
  • ცისკარაძე ვ., ქსე, ტ. 2, გვ. 213, თბ., 1977;
  • რადიანი შ., ვასილ ბარნოვის ისტორიული რომანები, თბილისი, 1944;
  • ვართაგავა იპ., კრიტიკული წერილები, თბილისი, 1956;
  • ქიქოძე გ., ეტიუდები და პორტრეტები, თბილისი, 1958;
  • ჩხეიძე ო., რომანი და ისტორია, თბ., 1965;
  • ცისკარიძე ვ., უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორიის საკიტხები, თბ., 1972;
  • ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ვასილ ბარნოვი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?