For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბალინი (შუახმელეთი).

ბალინი (შუახმელეთი)

ბალინი
სხვა სახელები მორიის მბრძანებელი
ბიოგრაფიული ცნობები
რასა ჯუჯა
კულტურა გრძელწვერა
სამეფო ერებორი
მეორე სამეფო მორია
ცხოვრების წლები III ეპოქის 2763 წელს–III ე. 2994 (დაახლოებით 181 წელი)
ნაწარმოები ჰობიტი

ბალინი — პერსონაჟი ჯ.რ.რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში. იგი არის ჯუჯა დვალინის ძმა და ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟი რომანში ჰობიტი.

პიტერ ჯექსონის ფილმების სერიაში ჰობიტი ბალინის როლს ასრულებს მსახიობი კენ სტოტი.

ბალინი ფუნდინის ძე იყო, დაბადებული 2734 წელს. მას უმცროსი ძმა ჰყავდა, სახელად დვალინი. ოჯახი მომდინარეობდა დურინის საგვარეულოდან. ბავშვობა ბალინმა მარტოსულ მთაში გაატარა. როდესაც 2770 წელს მთას დაესხა დრაკონი სმაუგი, იგი თორინთან ერთად გარეთ იმყოფებოდა და თავს გაქცევით უშველა. მისი მამა მოკლული იქნა 2799 წელს, აზანულბიზარის ბრძოლაში, რის შემდეგაც ბალინი თრაინთან და თორინთან ერთად მოგზაურობდა და საბოლოოდ ლურჯ მთებში დაიდო ბინა.

2841 წელს ბალინი და დვალინი თრაინს მარტოსული მთის დაბრუნებაში ეხმარებოდნენ. ამ დროს მათ საურონის ჯარები დაესხნენ, რომლებმაც თრაინს ჯუჯების ერთ-ერთი ბეჭედი წაართვეს. 2845 წელს იგი შეპყრობილი და მიყვანილი იქნა დოლ გულდურში. ბალინი და დვალინი მწარედ დასტიროდნენ მის დაკარგვას.

2941 წელს ბალინი, განდალფისა და სხვა ჯუჯების, ასევე ბილბოს თანხლებით, გაეშურა მარტოსული მთისაკენ. ვინაიდან ის ბილბოსთან საკმაოდ დაახლოებული იყო, სწორედ ბალინი გაჰყვა მას სმაუგის მთის დერეფანში. დრაკონთან მეორე სტუმრობისას ბეგინსი აღელვებული იყო, რომ სმაუგს ბევრი ზედმეტი რამ უამბო - თბილი ხასიათის მქონე ბალინმა იგი დაამშვიდა.

ხუთი ლაშქრის ბრძოლის შემდეგ ბალინი ხშირად აკითხავდა ბილბოს. მაგრამ 2989 წლისათვის იგი კვლავ მოუსვენარი იყო. ჯუჯამ გადაწყვიტა, კჰაზად-დუმად წოდებული მთა დაელაშქრა - იქ უამრავი ძვირფასეულობა იქნებოდა დამალული, მაგრამ ყველაზე ძვირფასი მითრილის ძვირფასი ლითონი იყო. მორიად წოდებულ კჰაზად-დუმში მას გაჰყვნენ სხვა ჯუჯებიც, ხოლო ცნობილი 13 ჯუჯიდან მას ახლდნენ ორი და ოინი.

მორიაში ჯუჯებმა მრავალი ორკი გაანადგურეს. ბალინი გამოაცხადეს მორიის მბრძანებლად. მაგრამ ჯუჯების მიერ მორიის კოლონიზაციამ მხოლოდ 5 წელიწადს გასტანა.

2994 წლის 10 ნოემბერს ბალინმა სარკის ტბას მიაკითხა (რომელიც მორიასთან ახლოს მდებარეობდა). ორკებმა იგი სასიკვდილოდ დაჭრეს. ბალინი დამარხული იქნა მაზარბულის დარბაზში (სადაც ის გამეფდა). ჯუჯებს გამუდმებით თავს ესხმოდნენ როგორც ორკები, ასევე წყალში დამალული საზარელი მრავალსაცეციანი არსება. საბოლოოდ, ასეთ დიდ შემოტევას მათ ვერ გაუძლეს და ბალინის მთელი გუნდი ამოწყვეტილი იქნა.

მათი ამბის შესახებ ბეჭდის საძმომ შეიტყო 3019 წლის 15 იანვარს, როდესაც აღმოაჩინა ბალინის სამარხი და მისი ჩანაწერების წიგნი, 'მაზარბულის წიგნად' წოდებული. ორკებთან ბრძოლისას ჩამოინგრა დარბაზის დიდი ჭერი, რომელმაც სამუდამოდ დაფარა ბალინის სამარხი.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გიმლი
 
 
 
 
 
 
 
გლოინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
გროინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ოინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფარინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
დვალინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ფუნდინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
ბალინი
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბალინი (შუახმელეთი)
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?