For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ბაკოორი.

ბაკოორი

ბაკოორი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°27′44″ ჩ. გ. 120°57′52″ ა. გ. / 14.4624222° ჩ. გ. 120.9644528° ა. გ. / 14.4624222; 120.9644528
დაარსდა 28 სექტემბერი, 1671
ფართობი 46.17 კმ²
ცენტრის სიმაღლე 30 მეტრი
მოსახლეობა 664 625 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 4102
ოფიციალური საიტი http://www.bacoor.gov.ph/
ბაკოორი — ფილიპინები
ბაკოორი

ბაკოორი (ოფიციალურად ქალაქი ბაკოორი; ტაგ: Lungsod ng Bacoor) — პირველი კლასის ქალაქი კავიტეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 600 609 ადამიანია. ბაკოორი ფილიპინების მასშტაბით მე-14 ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

ზოგიერთი წყაროს თანახმად ბააკოორი, ასევე მოიხსენიება როგორც ბაკოოდი ან ბაკოორი, 1671 წელს დაარსდა როგორც პუებლო. ესპანელების ჩამოსვლის დროს ადგილობრივი მკვიდრები სახლების ირგვლი ბამბუკის ღობეებს აკეთებდნენ (ბაკოდი ფილიპინურად). ესპანელებმა ადგილობრივებს სოფლის სახელი ჰკითხეს, თუმცა ენობრივი ბარიერის გამო ადგილობრივებს ეგონათ, დამპყრობლები ეკითხებოდნენ, თუ რას აშენებდნენ. აბორიგენებმა ბაკოოდი უპასუხეს, რომელი ესპანელებმა გამოთქვეს როგორც ბაკოორი და შემდგომში ქალაქის სახელწოდებადაც შემორჩა.[2]

ესპანელი კონკისტადორის, მიგელ დე ლოარკას წიგნში Relacion de Las Islas Filipinas, რომელიც 1582 წელს გამოქვეყნდა, ბაკოორი მოხსენიებულია როგორც ვაკოლი, რაც სავარაუდოდ ტაგალურ ენაში ბამბუკის ღობეს აღნიშნავს: „მანილის სანაპიროს მახლობლად ლაგუო, მალაჰატი, ლონგალო, პალანიაკი, ვაკოლი, მინაკაია და კავიტე მდებარეობს. ყველა სოფელი კავიტეს სამეზობლოში შედის“.[3]

ბაკოორის პოლიტიკური რუკა

ბაკოორი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის სტრატეგიულ ადგილზე მდებარეობს. გარეუბანი მანილიდან 15 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით, მანილის ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთით, პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი ფართობი 52.4 კმ²-ია. ქალაქს აღმოსავლეთით ლას-პინიასი და მუნტინლუპა, სამხრეთით — დასმარინიასი, დასავლეთით — კავიტი და იმუსი, ხოლო ჩრდილოეთით — ბაკოორის ყურე მდებარეობს. ბაკოორი ლას-პინიასიდან მდინარე ზაპოტეთი, ხოლო კავიტიდან და იმუსიდან მდინარე ბაკოორითაა გამოყოფილი.

ქალაქის დიდი ნაწილი ვაკეზეა გაშენებული. ზაპოტეს, ტალაბის, ნიოგისა და პანაპაანის ბარანგაები ზღვის დონეზე დაბლა მდებარეობენ. ზოგიერთი ბარანგაი, როგორებიცაა მოლინო და ქუინს-როუ, ბორცვებზეა გაშენებული.

ბაკოორი პოლიტიკურად 73 ბარანგაიდ იყოფა, რომლებიც 2 საკანონმდებლო რაიონში ჯგუფდება: დასავლეთ ბაკოორისა და აღმოსავლეთ ბაკოორის რაიონებში. თითიოეულ რაიონს ქალაქის საბჭოში საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს. ქალაქის მთავრობა რაიონებს პირველ და მეორე რაიონებად მოიხსენიებს. ქალაქის მთავრობამ ბარანგაების რომაული დასახელებები გააუქმა და ამჟამად მათ სახელწოდებებითა და ნომრებით მოიხსენიებენ (მაგალითად ანიბანი 1 და ანიბალი 2, ნაცვლად ანიბანი I-სა და ანიბანი II-სა).[4]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით ბაკოორში ტროპიკული სავანის კლიმატი გამოიყოფა, რომელსაც ტროპიკული მუსონური კლიმატი ესაზღვრება. ფილიპინების დანარჩენი ნაწილის მსგავსად, ბაკოორი ტროპიკულ სარტყელში მდებარეობს. ეკვატორთან სიახლოვის გამო ტემპერატურული სხვაობა მცირეა, ყველაზე მცირე 20 °C (68 °F), ყველაზე მაღალი ტემპერატურა კი 38 °C-ია (100 °F). ტენიანობის მაჩვენებელი ჩვეუელბრივ ძალიან მაღალია, რის გამოც ტემპერატურა კიდევ უფრო ცხელია. ქალაქში გამოიყოფა მშრალი სეზონი, რომელიც დეკემბრის ბოლოდან აპრილამდე გრძელდება და ხანგრძლივი წვიმების სეზონი, რომელიც დანარჩენ პერიოდს მოიცავს. სამხრეთ-დასავლეთი მუსონი (ჰაბაგატი) ივნისიდან სექტემბრამდეა და ქალაქის ნაწილებში წყალდიდობას იწვევს.

ბაკოორის მერიის შენობა

2015 წლის მონაცემებით ბაკოორის მოსახლეობა 600 609 ადამიანია, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი ერთ კვადრატულ კმ-ზე 13 000 ადამიანს უდრის. ბაკოორი დასმარინიასის პროვინციაში მეორე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით. ბაკოორი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის საძინებელ რაიონს წარმოადგენს.[5]

ბაკოორის მოსახლეობის უმრავლესობა რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. ქალაქი იმუსის ეპარქიის შემადგენლობაში შედის. ბაკოორის სამრევლოს ცნობილი მღვდლები იყვნენ მარიანო გომესი, რომელიც სამრევლოს 1824-1872 წლებში ხელმძღვანელობდა[6][7] და ეზეკიელ მორენო, ვისი დამსახურებითაც ბაკოორისა და ლას-პინიასის ბრინჯის მინდვრბეის ირიგაციისთვის მოლინოს კაშხალი აღადგინეს.

ბაკოორის ძირძველი მოსახლეობის უმრავლესობა აგლიპაიანია. ფილიპინების რევოლუციის დროს ბაკოორის მოსახლეობის დიდი ნაწილი დამოუკიდებელი ფილიპინური ეკლესიის მიმდევარი გახდა. აგლიპაიანური ეკლესია გენერალ ემილიო აგუინალდოს მთავრობის რელიგიურ იარაღად იქცა. ბაკოორი ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო, სადაც ახალი მოძრაობა და კათოლიკური ეკლესია ერთმანეთს შეერწყა. ფორტუნატოი კლემერა ბაკოორის პირველი აგლიპაიანი მღვდელი და კავიტეს პირველი აგლიპაიანი ეპისკოპოსი გახდა. მანილიდან და სხვა პროვინციებიდანა არააგლიპაიანი მოსახლეობის მიგრირების მიუხედავად ქალაქში აგლიპაიანთა რაოდენობა დღემდე შესამჩნევია.

ბაკოორის მოსახლეობის ნაწილი მუსლიმანია, რომელთა უმრავლესობასაც მარანაოს ეთნიკური ჯგუფის საშუალო კლასის ვაჭრები შეადგნენ, მცირე ნაწილი კი ბაჯოს ეთნიკური ჯგუფის მეთევზეთა თემების წარმომადგენელია. მოსახლეობის ნაწილი პროტესტანტული და სხვა ქრისტიანული კონფესიების მიმდევარია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. The Philippine Index, Millennium Edition Vol. 1 No. 1. Retrieved on April 1, 2013
  3. Blair, Emma (1906). The Philippine Islands, 1493-1898 Vol. 5. Arthur H. Clark Company, გვ. 83. 
  4. Report No 3  – Population, Land Area, and Population Density. 2015 Census of Population. Philippine Statistics Authority (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 October 2020. ციტირების თარიღი: 1 November 2020.
  5. Jimenez-David, Rina (8 September 2011). „Bacoor and Korea“. Philippine Daily Inquirer. ციტირების თარიღი: 12 August 2014.
  6. The Secularization Issue and the Execution of Gomburza. The Seventh Cathedral: 1879-1945. The Manila Cathedral. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 28, 2007. ციტირების თარიღი: 20 August 2015.
  7. GOMBURZA: Reluctant martyrs started it all. Filipino.biz.ph - Philippine Culture. ციტირების თარიღი: 20 August 2015.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ბაკოორი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?