For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მეფისქალაქი.

მეფისქალაქი

სოფელი
მეფისქალაქი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი კასპის მუნიციპალიტეტი
თემი მეფისქალაქი
კოორდინატები 41°53′29″ ჩ. გ. 44°20′14″ ა. გ. / 41.89139° ჩ. გ. 44.33722° ა. გ. / 41.89139; 44.33722
ადრეული სახელები ახალქალაქი (7 აგვისტო, 2024-მდე), წითელქალაქი (2 ნოემბერი, 1946-მდე)
ცენტრის სიმაღლე 620
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1050[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 94,7 %
ოსები 2,2 %
აზერბაიჯანელები 1,9 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მეფისქალაქი — საქართველო
მეფისქალაქი
მეფისქალაქი — შიდა ქართლი
მეფისქალაქი
მეფისქალაქი — კასპის მუნიციპალიტეტი
მეფისქალაქი

მეფისქალაქი (ყოფ. ახალქალაქი[2], წითელქალაქი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის მარჯვენა მხარეზე. თემის ცენტრი (სოფლები: ახალსოფელი, გარიყულა, გოსტიბე, ერთაწმინდა, ზემო ჩოჩეთი, თეძმისხევი, კაპრაშიანი, რკონი, ჩაჩუბეთი). ზღვის დონიდან 620 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 16 კილომეტრით.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1050 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[3] 1233 576 657
2014[1] 1050 522 528

სოფელში 1908 წელს აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო მეოთხედის ბრინჯაოს ნივთების ახალქალაქის განძი.

ეს ადგილები იშვიათი კლიმატური პირობების გამო, ვახუშტის სიტყვით, „ვენახ-ხილით ნაყოფიერ“ სააგარაკო ადგილს წარმოადგენდა. აქ გადიოდა თრიალეთ-მანგლისისა და შიდა ქართლის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი გზა.

ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის დასაწყისში როგორც „ახალქალაქი“, 1609 წელს ქართლში ყირიმელ თათართა შემოჭრასთან დაკავშირებით. ამ დროს იგი არ იყო ქალაქი. მისი გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-1658 წწ.) სახელთან. სოფლის ღვთისმშობლის ეკლესიის კედლებზე შემონახული წარწერის თანახმად, ირანში შაჰ-სეფის (1629-1642 წწ.) ყაენობის დროს როსტომსა და მის თანამეცხედრეს მარიამ დედოფალს თეძმის ნაპირას გაუშენებიათ ქალაქი და მისთვის „მეფის ქალაქი“ უწოდებიათ. ქალაქშივე აუშენებიათ საყდარი და მონასტერი. მეორე წარწერაში ქალაქის დაარსება-განაშენიანების მოთავედ დასახელებულია მეფის კარის მდივანი მერაბ ყორღანაშვილი. მეფისქალაქის მოურავები თარხნიშვილები იყვნენ. სამეფო ხელისუფლების გაუქმების შემდეგ ისინი მთლიანად დაეპატრონნენ ქალაქს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ისტორიულ წყაროებში ქალაქად აღარ იხსენიება. „მეფის ქალაქის“ შემდეგ კვლავ „ახალქალაქი“ უწოდებიათ. საბჭოთა ხელისუფლების დროს სოფელს „წითელქალაქი“ უწოდეს. 1946 წლის 2 ნოემბერს კვლავ „ახალქალაქი“ დაუბრუნეს.[4] 2024 წლის 7 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სოფელ ახალქალაქს „მეფისქალაქი“ ეწოდა.[5]

1921-30 წლებში იყო გორის მაზრის ახალქალაქის რაიონის ცენტრი.

შემორჩენილია გალავანი და დარბაზული ტიპის ეკლესია, გვიანდელი შუა საუკუნეების ღვთისმშობლის ეკლესია (ლაპიდარული წარწერით) და სამრეკლო, ასევე 1885 წ. აშენებული ე.წ. „ბოლგარსკიაანთ სასახლე“, ამჟამად თანამედროვე ხელოვნების ცენტრი „გარიყულა“.[6]

  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
  3. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  4. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საინფორმაციო-სტატისტიკური განყოფილება, „საქართველოს სსრ ადმინისტრაციულ ტერიტორიული დაყოფა 1949 წლის 1 სექტემბრისათვის“, თბ., 1949
  5. გეოგრაფიული ობიექტისათვის სახელწოდების გადარქმევის შესახებ ka. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. ციტირების თარიღი: 8 აგვისტო, 2024
  6. ბუხრიკიძე, დავით. მუშებისა და მუზების „მიქსი“. ლიბერალი. 30.09.2014.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მეფისქალაქი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?