For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for აულე.

აულე

აულე (Aulë, იგივე მაჰალი) — ჯ. რ. რ. ტოლკინის ლეგენდარიუმში ერთ-ერთი ვალართაგანი. ძირითადად ცნობილი იყო იმით, რომ იყო დიდი ხელოსანი, რომელმაც მრავალი ნაკეთობა შექმნა - და არა მხოლოდ ნაკეთობანი. მისი მეწყვილე იყო ვალა იავანა.

აულეს მიენიჭა დიდი ძალაუფლება, იგი ქმნიდა არდის დიდ ნაკეთობებს, მაგრამ ასევე განიზრახა საკუთარი ხალხის, ჯუჯათა შექმნა. ამის მთავარი მიზეზი ის იყო, რომ სურდა საკუთარი ცოდნა ვინმესთვის დაეტოვებინა (მთელ არდაში იყო ცნობილი ჯუჯათა ბრწყინვალი ხელოსნობა). თუმცა, წინასწარმეტყველების მიხედვით, სამყაროში მოვლენილი პირველი ხალხი ელფები უნდა ყოფილიყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ მან თავისი მიზნები ფარულად განახორციელა, ილუვატარმა მიუტევა ეს შეცდომა, მაგრამ მისი ბრძანებით აულემ დააძინა ჯუჯები და ისინი სამყაროს მხოლოდ ელფთა შემდეგ მოევლინენ. საგულისხმოა, რომ ენა კჰუზდული თავის ქმნილებებს სწორედ აულემ შეუქმნა. საგულისხმოა ისიც, რომ ჯუჯები თვლიდნენ, თითქოს გარდაცვალების შემდეგ მათი სულები გადადიოდნენ აულეს დარბაზებში, ხოლო უკანასკნელი ბრძოლის შემდეგ მათი როლი სამყაროში კიდევ უფრო გაძლიერდებოდა.

აულემ აგრეთვე დაამზადა ანგაინორი (მელკორის ჯაჭვი), ორი მანათობელი და მზისა და მთვარის ჭურჭელი.

ვინაიდან აულე იყო მჭედელი, თავისი ფიქრებით და ძალაუფლებით იგი უტოლდებოდა მელკორს, ვინაიდან ორივეს საქმიანობას ძირითადად წარმოადგენდა სხვადასხვა ნაკეთობის შექმნა. მათ აგრეთვე აერთიანებდათ ისიც, რომ ორივემ საკუთარი ხალხი შექმნა (მელკორმა - ორკები და სხვა არსებები). მაგრამ თუკი აულე ინარჩუნებდა აინურთა მუსიკის ერთგულებას, მელკორს სურდა ყოველივე არსებულის მართვა და აღიზიანებდა სხვათა ქმნილებანი. მასსა და აულეს შორის ჯერ კიდევ არდის შექმნამდე დიდი დავა მოხდა. თუმცა, აულე თვლიდა, რომ მელკორთან ბრძოლა არ შეიძლებოდა, ვინაიდან ეშინოდა, რომ ეს არდის დიდ ზიანს მოუტანდა.

როდესაც ვალინორში ელფები გამოჩნდნენ, ნოლდორები აულეს შეგირდებად იქცნენ. მისი საუკეთესო შეგირდი იყო ფეანორი, რომელმაც შეისწავლა მჭედლობა ისეთი სახით, რომელიც დღეს აღარ არის შემორჩენილი რომელიმე ხალხის ტრადიციებში. ფეანორმა შექმნა სილმარილები, არდის უდიდესი ნაკეთობანი. გაქცევის პერიოდში ნოლდორთა ნაწილი დაბრუნდა ვალინორში ფინარფინთან ერთად. ისინი საკუთარ თავს აულენდურებს (აულეს მიმდევრებს) უწოდებდნენ.

აულესთან დაკავშირებული იყო რამდენიმე მაია. ერთ-ერთი იყო საურონი, რომელიც მელკორმა საკუთარ მხარეს მიიქცია. აგრეთვე აღსანიშნავია კურუმო, იგივე სარუმანი, რომელიც მოგვიანებით შუახმელეთში იქნა გამოგზავნილი, საურონთან საბრძოლველად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
აულე
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?