For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია.

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია

ეკლესია

არმაზის ღვთისმშობლის ეკლესიაეკლესია მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3 კილომეტრზე, მდინარე არმაზისწყლის მარჯვენა ნაპირზე. აგებულია XII საუკუნის მეორე ნახევარში. ეკლესიას დასავლეთით კარიბჭე ეკვრის, ჩრდილოეთით — მინაშენი. კარიბჭის ჩრდილოეთით საძვალეა.

ეკლესია, კარიბჭე და მინაშენი ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით, საძვალე — რიყისა და ნატეხი ქვით, აგური ნახმარია დეკორატიული მიზნით. წყობა ირეგულარულია.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (14,2 X 8,2 ), შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა სივრცე გაშლილია; განიერი საკურთხეველი და მის წინ ბემა კიდევ უფრო ზრდის სივრცეს. კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. განივ კედლებში თითო სარკმელია, ჩრდილოეთისაში — ორი.

ეკლესია აგებისთანავე მოუხატავთ. მოხატულობის ნაშთები შემორჩენილია საკურთხეველსა და დასავლეთის კედელზე. საკურთხევლის მხატვრობა მოწითალო-აგურისფერი ხაზით დაყოფილია სამ რეგისტრად. კონქის კომპოზიცია არ შემორჩენილა. შუა რეგისტრში გაირჩევა მოციქულთა დიდი ზომის წელზედა გამოსახულებები. ქვედა რეგისტრში გამოსახული არიან ეკლესიის მამანი. დარბაზის დასავლეთის კედლის სამხრეთ მხარეს ჩანს წმინდა მეომრის ფიგურა შუბითა და ფარით ხელში. საკურთხევლის სარკმელში დარჩენილი ყვითელი ოქროს, მწვანე, ცისფერი და ლურჯი საღებავებით შესრულებული მცენარეული ორნამენტის ნაშთები წარმოდგენას იძლევა მოხატულობის კოლორიტზე. მხატვრობა მონუმენტური ხასიათისაა, მისთვის დამახასიათებელია რბილი დენადი ნახატი, ფიგურათა დახვეწილი პროპორციები.

კარიბჭეს (3,6 X 5,19 ) დასავლეთით ღია შესასვლელი აქვს, რომლის შეისრული თაღი აგურით ამოყვანილ ფიგურულ სვეტებს ეყრდნობა.

მინაშენი (10,8 X 3,2 ) აფსიდიანია. კამარის აღმოსავლეთ ნაწილი უფრო მაღალია, ვიდრე დასავლეთისა; სამხრის მხარეს კამარა ეკლესიის ჩრდილოეთ ფასადთან ამოყვანილ ვიწრო (0,27 ) კედელს ეყრდნობა. აფსიდის ღერძზე და დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში — ორი.

სამრეკლო

საძვალე (3,7 X 3,6 მ) გუმბათოვანია, ოდნავ წაგრძელებული ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. შესასვლელი დასავლეთითაა. აფსიდი ნახევარწრეზე ნაკლებია. შესასვლელის თავზე მოთავსებული იყო ფილა ათსტრიქონიანი ასომთავრული წარწერით (დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). წარწერა ეკლესიის თანადროულია. პალეოგრაფიული ანალიზითა და წარწერაში მოხსენიებული ისტორიული პირების მიხედვით იგი 1150–1178 წლებით დათარიღდა. ოთხივე ნაგებობა ცალცალკეა აგებული XII საუკუნის მეორე ნახევარში.

ეკლესიის დასავლეთით დგას სამრეკლო. აგებულია XVI–XVII საუკუნეებში. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. ნაგებობა ორსართულიანია. ქვედა სართულის (მოგვიანებით დახურულ სათავსად გადაუკეთებიათ) კამარა შეისრულია. მეორე სართული — რვაწახნაგა ფანჩატური რვა ღია თაღით — გადახურულია კამარით. მოგვიანებით სამრეკლოსათვის სათავსი მიუშენებიათ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
არმაზის ღვთისმშობლის ეკლესია
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?