ალექსანდრე კერენსკი
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/72/Kerensky--russianrevolutio00leviuoft.png/220px-Kerensky--russianrevolutio00leviuoft.png)
ალექსანდრე კერენსკი (რუს. Александр Фёдорович Керенский; დ. 1881 — გ. 1970) — რუსი პოლიტიკური მოღვაწე, 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, დროებითი მთავრობის მეთაური. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ აქტიურ მონაწილეობას იღებდა ბოლშევიკების წინააღმდეგ დაწყებულ ბრძოლაში. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანტანტის სახელმწიფოებთან რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევისა და ანტიბოლშევიკური მოძრაობისთვის დახმარების თაობაზე. 1919 წლიდან ემიგრაციაში წავიდა. 1940 წლიდან ცხოვრობდა აშშ-ში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 475.
- ახმეტელი ნ., მურღულია ნ., მსოფლიოსა და საქართველოს ისტორია, თბ., 2008
Text is available under the CC BY-SA 4.0 license; additional terms may apply.
Images, videos and audio are available under their respective licenses.