For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ალექსანდრე იმედაშვილი.

ალექსანდრე იმედაშვილი

ალექსანდრე იმედაშვილი
დაბადების სახელი ალექსანდრე იმედაშვილი
დაბადების თარიღი 2 მარტი, 1882
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 30 სექტემბერი, 1942 (60 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი

ალექსანდრე სოლომონის ძე იმედაშვილი (დ. 2 მარტი [ ძვ. სტ. 18 თებერვალი], 1882, თბილისი ― გ. 30 სექტემბერი, 1942, იქვე) — ქართველი მსახიობი, ქართული თეატრის ერთ-ერთი გამოჩენილი ტრაგიკოსი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1932).

სასცენო მოღვაწეობა დაიწყო თბილისში 1900 წელს. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და სხვა თეატრებში. 1921–1924 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928–1931 წლებში — კოტე მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ ქუთაისის თეატრში (ახლანდელი თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), 1939–1942ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრში. იყო ლადო მესხიშვილისა და ვასო აბაშიძის მოწაფე, რევოლუციამდელი ქართული თეატრის საუკეთესო ტრადიციების მიმდევარი და დამამკვიდრებელი ქართულ სცენაზე. გამოდიოდა ყველა ჟანრის (ტრაგედია, კომედია, ვოდევილი, მუსიკალური კომედია და სხვა) სპექტაკლებში. განსაკუთრებული წარმატება მოიპოვა კლასიკურ ტრაგედიებში.

იმედაშვილი ითვლებოდა ოტელოს (უილიამ შექსპირის „ოტელო“) როლის საუკეთესო შემსრულებელი რევოლუციამდელ ქართულ თეატრში. წარმატებით ითამაშა აგრეთვე ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“), მეფე ლირი (უილიმ შექსპირი „მეფე ლირი“), დონ კარლოსი (ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“), დათო (ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“), ესტევანი (კოტე მარჯანიშვილის მიერ 1922 დადგმული ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“) და სხვა. იმედაშვილი გამოირჩეოდა უდიდესი ტემპერამენტით, პროფესიული კულტურით, დახვეწილი აქტიორული ტექნიკითა და სასცენო მეტყველებით. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართულ სცენაზე სწორი ქართული მეტყველების დამკვიდრებაში. 1921 წლიდან მოღვაწეობდა კინოში. შეასრულა გელა („მოძღვარი“, 1922), ექიმის („ამოკი“, 1927), კარდინალ მონტანელის („კრაზანა“, 1928), ასტამირის („ელისო“, 1928) და სხვა როლები. იმედაშვილი იყო რეჟისორი, ანტრეპრენიორი, მთარგმნელი, სხვადასხვა წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის, ჭიათურის, ქუთაისისა და სხვა თეატრებს, მსახიობთა დასებს.

დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.

მარჯანიშვილის თეატრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მესხიშვილის თეატრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ცაგარეიშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 111-112.
  • ბურთიკაშვილი ა., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1956;
  • ცაგარეიშვილი ლ., ალექსანდრე იმედაშვილი, თბ., 1972;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ალექსანდრე იმედაშვილი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?