For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ალექსანდრე ბასილაია.

ალექსანდრე ბასილაია

ალექსანდრე ბასილაია

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 11 მარტი, 1942
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი 3 ოქტომბერი, 2009 (67 წლის)
გარდ. ადგილი გერმანია
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა კომპოზიტორი
აქტიური 1963—2009

ალექსანდრე „ბუთხუზი“ ალექსანდრეს ძე ბასილაია (დ. 11 მარტი, 1942, თბილისი, საქართველოს სსრ — გ. 3 ოქტომბერი, 2009, გერმანია) — ქართველი კომპოზიტორი, ანსამბლ „ივერიის“ სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს სახალხო არტისტი (1987).

1967 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (კონტრაბასის კლასი, ხელმძღვანელი ნ. სავჩენკო). 1963 წლიდან მუშაობდა მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში ჯერ პიანისტ-აკომპანიატორად, 1968 წლიდან კი - ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „ივერიის“ ხელმძღვანელად და სოლისტად. ბასილაია ძირითადად საესტრადო ჟანრში მუშაობდა. იგი ავტორია მრავალი საესტრადო სიმღერისა, რომელთაგან აღსანიშნავია „თეთრი ფიფქები“ (ჯ. ჩარკვიანის ლექსზე), „მოგონებანი“ (კ. კვეიძის ლექსზე), „სიყვარულის ზღაპარი“, „გულო, ჩადექ საგულესა“, „ახალგაზრდული“ (მ. ფოცხიშვილის ლექსებზე), „სიმღერა საქართველოზე“ (ლექსი ნ. მალაზონიასი) და სხვა.[1] ანსამბლ „ივერიისათვის“ დაწერა მიუზიკლები: „ჩხიკვთა ქორწილი“ (1979), „არგონავტები“ (1980), „შლაგერი, შლაგერი“ (1985), „თოვლის ბებოს ზღაპარი“ (1986), „ფიროსმანი“ და სხვა.[2] ამავე ანსამბლისათვის მან არაერთი ქართული ხალხური სიმღერა დაამუშავა. ანსამბლთან ერთად კონცერტები გამართა ყოფილი სსრკ და საზღვარგარეთის სხვა ქვეყნებში (პოლონეთი, ბოლივია, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, კუბა, მექსიკა, პორტუგალია).

მას ეკუთვნის არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, ქართული კინოსა და მულტიპლიკაციური ფილმებისთვის შექმნილი მუსიკა. ალექსანდრე ბასილაის ბოლო ნამუშევარია მუსიკალური კომპოზიცია სახელწოდებით - „რაღაც დასრულდა“, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე ხნის წინ გაიმართა.[1]

მომღერალ ლუიზა კობალაძის მეუღლე.

გარდაიცვალა გერმანიაში, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. დაავადებული იყო ფილტვის კიბოთი. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომპოზიტორი ფილმებისა
  • სიყვარული, ივერია და... (1975)
  • უმცროსი და (1977)
  • ჩიორა (1984)
  • ჩხიკვთა ქორწილი (1984)
  • არგონავტები (1986)
  • სუვენირი (1986)
  • ქვეყნის მაშენებლები (1997)
გადაღებულია ფილმებში
  • სიყვარული, ივერია და... (1975)
  • არგონავტები (1986)[3]
  1. 1.0 1.1 [1]
  2. 3 ოქტომბერს ალექსანდრე ბასილაიას გარდაცვალების დღეა. reportiori.ge (2014-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 28 ოქტომბერი, 2020.
  3. ალექსანდრე ბასილაია, ეროვნული ფილმოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-19. ციტირების თარიღი: 2009-10-03.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ალექსანდრე ბასილაია
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?