For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for აკიტო არიმა.

აკიტო არიმა

აკიტო არიმა
იაპონ. 有馬 朗人
დაბ. თარიღი 13 სექტემბერი, 1930(1930-09-13)
დაბ. ადგილი ოსაკის პრეფექტურა
გარდ. თარიღი 7 დეკემბერი, 2020(2020-12-07)[1] (90 წლის)
გარდ. ადგილი ტოკიო
მოქალაქეობა  იაპონია
 იაპონიის იმპერია
საქმიანობა ფიზიკოსი[2] , უნივერსიტეტის პროფესორი, ფიზიკოს-თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი და ბირთვული ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი ტოკიოს უნივერსიტეტი, Hosei University და სტონი-ბრუკის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ტოკიოს უნივერსიტეტი და Musashi Junior & Senior High School
ჯილდოები კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“, ბრიტანეთის იმპერიის ორდენის რაინდი კომანდორი, კულტურის ორდენი, ჯონ პრაის უეთერილის პრემია[3] , ტომ ბონერის პრემია ბირთვულ ფიზიკაში[4] , საპატიო ლეგიონის ორდენის დიდი ოფიცერი, კულტურის დამსახურებული მოღვაწე, ამომავალი მზის 1-ლი ხარისხის ორდენი, იაპონიის აკადემიის პრემია, ვაიცმანის ინსტიტუტის საპატიო დოქტორი, გრონინგენის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ბირმინგემის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი, honorary doctor of the University of Science and Technology Beijing[5] , Dakotsu Prize და ნიშინას მემორიალური პრემია

აკიტო არიმა (იაპონ. 有馬 朗人, ინგლ. Akito Arima; დ. 13 სექტემბერი, 1930, ოსაკა — გ. 7 დეკემბერი, 2020) —იაპონელი ბირთვული-ფიზიკოსი და პოლიტიკოსი. ცნობილი გახდა ურთიერთქმედების ბოზონის მოდელით (IBM).[6]

ბიოგრაფია

აკიტო არიმა დაიბადა ოსაკაში და სწავლობდა ნიჭიერი ბავშვების კერძო სკოლაში ტოკიოში . დაამთავრა ტოკიოს უნივერსიტეტი, სადაც 1956 წელს დაიწყო მუშაობა ბირთვული კვლევების ინსტიტუტში. ორი წლის შემდეგ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1975 წელს მიიღო პროფესორის თანამდებობა, ხოლო 1989-1993 წლებში იკავებდა უნივერსიტეტის პრეზიდენტის თანამდებობას.[7] 1991 წელს, იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც დააგროვა ამერიკულ უნივერსიტეტებში მიწვეულ მკვლევარად მუშაობის პერიოდში, აკიტო არიმამ გააკრიტიკა მთავრობის პოლიტიკა საჯარო უნივერსიტეტებთან და ზოგადად მეცნიერებასთან მიმართებაში, რაც უჩვეულო იყო იმდროინდელი იაპონიისთვის. ასევე უჩვეულო იყო უცხოელი სპეციალისტების მოწვევა კომისიის წევრებად ფიზიკის ფაკულტეტზე პირობების შესასწავლად.[8]

1993 წლიდან 1998 წლამდე იყო ფიზიკა-ქიმიური კვლევების ინსტიტუტის ( RIKEN) პრეზიდენტი და ამავდროულად განაგრძობდა მთავრობის ლობირებას ხუთწლიანი გეგმების ფარგლებში მეცნიერების დაფინანსების მნიშვნელოვნად გაზრდის იდეისთვის. ეს მიდგომა აისახა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აქტში, რომელიც მიღებულ იქნა 1995 წლის ბოლოს. 1998 წელს აკიტო არიმა შევიდა იაპონიის პარლამენტში. იგი აირჩიეს იაპონიის იმპერატორის მრჩეველთა პალატის წევრად, ხოლო 1998-1999 წლებში კეიზო ობუჩის კაბინეტში განათლების მინისტრის პოსტი დაიკავა. იგი ცდილობდა გაეტარებინა საუნივერსიტეტო რეფორმა, ამავე დროს გაეზარდა სასწავლებლების სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობა, გაეძლიერებინა სამაგისტრო პროგრამებში ჩართულობა და ხელი შეეწყო სამეცნიერო კვლევებისთვის ბიზნესის მხარდაჭერის გაზრდისთვის. პროპაგანდას უწევდა საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას, მონაწილეობა მიიღო იაპონიაში პირველ საერთაშორისო უნივერსიტეტში (ოკინავას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტი) ინგლისურ ენაზე სწავლების ორგანიზებაში.

1999 წელს იაპონიის მინისტრთა კაბინეტის ცვლილებების შემდეგ, იგი მუშაობდა მეცნიერების მუზეუმის დირექტორად. 2000 წლიდან იყო იაპონიის სამეცნიერო ფონდის თავმჯდომარე.

აკიტო არიმა ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა ბირთვული ფიზიკის შესახებ. 1974 წელს, თავის იტალიელ კოლეგა ფრანჩესკო იაკელოსთან ერთად ატომის ბირთვის სტრუქტურის აღსაწერად წარმოადგინა ურთიერთმოქმედი ბოზონების მოდელი. ამ მოდელის მიხედვით, ბირთვში არსებული ყოველი წყვილი ნუკლეონი განიხილება, როგორც ერთი ბოზონის ნაწილაკი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს გამოთვლებს ბირთვის გარსის სტრუქტურის თეორიის ფარგლებში.

2006 წლიდან მუშაობდა ნეზუს ფონდის მუსაშის აკადემიის კანცლერის თანამდებობაზე.

დაწერა ჰაიკუ და გამოსცა რამდენიმე პოეზიის კრებული.

გარდაცვალება

აკიტო არიმა გარდაიცვალა გულის უკმარისობით 2020 წლის 7 დეკემბერს, 90 წლის ასაკში. გარდაცვალების დღეს მას მიენიჭა შოსანმის ტიტული.

ლიტერატურა

სქოლიო

  1. https://www.jiji.com/jc/article?k=2020120700800&g=pol
  2. Deutsche Nationalbibliothek Record #1023567709 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  3. https://fi.edu/en/awards/laureates/akito-arima
  4. https://www.aps.org/programs/honors/prizes/bonner.cfm
  5. http://www.moe.gov.cn/s78/A22/xwb_left/moe_829/201802/t20180228_328136.html中华人民共和国教育部.
  6. Arima, Iachello Collective nuclear states as representations of a SU(6) Group, Physical Review Letters 35, 1069–1072 (1975).
  7. Arima, Iachello The interacting boson model, Cambridge University Press, 1987.
  8. Arima, Iachello Interacting boson model of collective states, Part 1 (the vibrational limit) Annals of Physics 99, 253-317 (1976), Part 2 (the rotational limit) ibid. 111, 201-238 (1978), Part 3 (the transition from SU (5) to SU (3)), ibid. 115, 325-366 (1978), Part 4 (the O(6) limit) ibid. 123, 468-492 (1979).
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
აკიტო არიმა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?