For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ავღანეთის კულტურა.

ავღანეთის კულტურა

ავღანეთის გერბი
ავღანეთის კულტურა
ჰერათის ციხესიმაგრე ავღანეთის ქალაქ ჰერათში
მეჩეთი მაზარი-შარიფში

ავღანეთის კულტურა — არსებობდა სამი ათასზე მეტი ხნის განმავლობაში და თარიღდება აქემენიდების იმპერიის დროიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე 500 წლით. [1] ავღანეთი ითარგმნება ქვეყნის ოფიციალურ ენებზე (პუშტუ და დარი), როგორც "ავღანელთა მიწა" ან "ავღანელთა ადგილი" .[2][3] საზოგადოება ძირითადად ტომიბრივია, რომელშიც ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს აქვს საკუთარი სუბკულტურა[4]. თითქმის ყველა ავღანელი მისდევს ისლამურ ტრადიციებს, აღნიშნავს საერთო დღესასწაულებს, მიირთმევს ერთსა და იმავე საკვებს, ერთსა და იმავე მუსიკას უსმენს, აქვს ერთი ჩაცმის სტილი და გარკვეულწილად რამდენიმე ენაზე საუბრობს. [5][6]

არქიტექტურა და სახვითი ხელოვნება

ბამიანის ხეობა
ქაბული
შენობები ქაბულის ცენტრში

თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე შემორჩენილია სახვითი ხელოვნებისა და არქიტექტურული ძეგლები, რომლებიც ძვ. წ. IV-III  ათასწლეულებს განეკუთვნება(სოფ. მუნდიგაკი, კლედეებზე მხატვრობა). მღვიმეების ნახატებში აღმოჩენილია ზეთის საღებავით შესრულებული ფრესკები..[7][8] შემდგომში ავღანეთში მოსახლე ხალხთა  მხატვრული კულტურა განვითარდა ირანის, ინდოეთისა და ელინისტური ხელოვნების გავლენით. შემორჩენილია ბუდისტური კულტურის მრავალი ძეგლი. მათგან აღსანიშნავია ბამიანის სამონასტრო კომპლექსი (I-VIII  სს.)ბუდას დიდი ქანდაკებით.  VII-VIII საუკუნეებში ისლამის გავრცელებამ ავღანეთის ხელოვნებაში ახალი ესთეტიკური პრინციპები შექმნა.

შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრება განვითარდა ირანის, ცენტრალური აზიის და ნაწილობრივ ინდოეთის  მხატვრული ტრადიციების გავლენით. საკულტო ნაგებობათა დამახასითებელი ნიშანია ერთი მხრიდან გახსნილი შეისრულკამარიანი დარბაზ-აივანი და ფასადის მხარეს მრავალფეროვანი ორნამენტები.

ცნობილი ნაგებობებიდან აღსანიშნავია ლაშქარგაჰის სასახლე (XI ს.) ბუსთში,   საკრებულო მეჩეთი (XIII-XIV სს. დასაწყ.), მოჭიქული ფილებით მოპირკეთებული , მოჩუქურთმებული წახნაგოვან-გუმბათიანი გაუჰარშადის მავზოლეუმი და მუსალას ანსამბლის მინარეთები (1417-38 წწ.) ჰერათში. ხოჯა აბუ ნასრ ფარსის მავზოლეუმი-მეჩეთი (XVს.) ბალხში და სხვ.

მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლები გვხვდება ჰერათში, მაზარ-ი-შარიფის, ღაზნის, ყანდაარში. რეგიონს დიდი წვლილი აქვს მსოფლიო არქიტექტურაში. იუნესკომ ჯამის მინარეთი და ბამიანის ხეობა კულტურული  მემკვიდრეობის ძეგლების  ნუსხაში შეიტანა.[9]

XI-XV  საუკუნეებში განვითარდა დეკორატიული გამეყენებითი ხელოვნება, ლითონისა და ხის მხატვრული დამუშავება, კერამიკა, ხალიჩების ქსოვა და სხვ. სახვითი ხელოვნება წარმოდგენილია ჰერათის მინიატურის სკოლის ნამუშევრებით (XVს.) იქ მოღვაწეობდა ქემალ ად-დინ ბეჰზადი. „ქითაბხანაში“ (წიგნსაცავი და სახელოსნო ერთდროულად) ხდებოდა წიგნების გადაწერა და მოხატვა (ფირდოუსის „შაჰ-ნამე“, საადის „ბუსთანი“, „ქილილა და დამანა“ და სხვ.)

1919 წლიდან ავღანეთის სახვით ხელოვნებასა და ხურითმოძღვრებაში დაიწყო ახალი ეტაპი. დაიწყო თანამედროვე ტიპის საცხოვრებლებისა და საზოგადოებრივი ნაგებობების მშენებლობა. ქაბულში ააგეს  პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, აეროპორტი, სასტუმროები, სკოლები.

მე-20 საუკუნის ავღანეთის გამოჩენილი მხატვრები არიან აბდულ აფურ ბრეშნა (ჟანრული  ფერწერა, პეიზაჟი0, აბდულ აზიზ თარზი (პეიზაჟი). მოქანდაკეები - მუჰამედ ჰაიდარი, მუჰამედ რეზა ყანდაარი და სხვ. ქაბულში შეიქმნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სკოლა.

მუსიკა

ავღანელი მუსიკოსები

ავღანური მუსიკა ავღანელების, ტაჯიკების, უზბეკების , თურქმენებისბელუჯებისა და სხვა ხალხთა მუსიკალური კულტურის ნარევია. საკრავები და მათი წყობა ირანულ-არაბულის ანალოგიურია. ავღანურ მუსიკაზე დიდი გავლენა მოახდინა ინდოეთის ხალხურმა მუსიკამაც, თუმცა მისი განვითარება ხალხურმა სასიმღერო შემოქმედებამ განაპირობა. ავღანეთის ხალხური მუსიკა ერთხმიანია. მისთვის დამახასიათებელია დიატონური და გადიდებულსკუნდიანი კილოები, კვარტისა და კვინტის დიაპაზონში შეთხზული მელოდიები. ავღანეთის პროფესიული მუსიკა დასაბამს იღებს  ძვ. წ. VIII-VI სს-ში და დაკავშირებულია საკულტო მელოდიებთან. მუსიკალური საკრავებია: ტანბური, რუბაბი, დილრუბაბი, სარინგაი, გიჯაქი, სანთური, ჩანგი, სურნაი, ბინბაჯა და სხვ.

გასული საუკუნის 90-იანი წლების განმავლობაში თალიბანის მთავრობამ აკრძალა ინსტრუმენტული მუსიკა და მსიკოსების საზოგადოებრივი მოღვაწეობა. მრავალი მუსიკოსი და მომღერალი აგრძელებდა საქმიანობას სხვა ქვეყნების ქალაქებში.

ამჟამად მუსიკის  ტექსტები იწერება როგორც დარის ასევე პუშტუს ენებზე. ქვეყანაში ასევე პოპულარულია უზბეკური, ინდური სიმღერები და დასავლური მუსიკა.[10]

თეატრი

მასობრივი თეატრალური წარმოდგენები ჯერ კიდევ X-XII სს.-ში იმართებოდა. პირველი თვითმოქმედი თეატრი გაიხსნა ქაბულში1919 წელს. 30-იან წლებში შეიქმნა მოყვარულთა მოძრავი თეატრები. მათ საფუძველზე 40-იან წლებში  ქაბულში ჩამოყალიბდა მუდმივი პროფესიული დრამატული კოლექტივი „ბოხინი ნინდარე“ და „დი ქაბულ ნინდარე“(1947 წ.). 1959 წელს ამ თეატრისათვის აშენდა 800 ადგილიანი შენობა. ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული დრამატურგია. ტრადიციულად, თეატრალურ სპექტაკლში მხოლოდ ქალები მონაწილეობდნენ. ბოლო დროს ქალებმა თეატრალურ ხელოვნებაში ცენტრალური ადგილი დაიკავეს.[11]

სქოლიო

  1. "Country Profile: Afghanistan" (PDF). Library of Congress Country Studies on Afghanistan. August 2008. Retrieved 2010-08-16.
  2. Banting Erinn (2003) Afghanistan The Land Crabtree Publishing Company. p. 4. ISBN 0-7787-9335-4[მკვდარი ბმული]. Retrieved 2010-08-22.
  3. "Article Sixteen of the Constitution of Afghanistan" დაარქივებული 2020-10-01 საიტზე Wayback Machine. . 2004. Retrieved June 13, 2012. From among the languages of Pashto, Dari, Uzbeki, Turkmani, Baluchi, Pashai, Nuristani, Pamiri (alsana), Arab and other languages spoken in the country, Pashto and Dari are the official languages of the state.
  4. US Library of Congress: Afghanistan - Ethnic Groups (Pashtun) Archived 2019-03-24 at the Wayback Machine
  5. "MAPS: AFGHANISTAN'S ETHNO-LINGUISTIC GROUPS". Institute For The Study Of War. Retrieved 2010-09-25.
  6. "Map showing ethnolinguistics groups of Afghanistan". National Geographic Society. 2003. Retrieved 2010-09-25.
  7. "First-ever oil paintings found in Afghanistan"[მკვდარი ბმული]. CNN. April 24, 2008. Retrieved 2012-12-03.
  8. "World's Oldest Oil Paintings Found in Afghanistan". Fox News. April 24, 2008. Retrieved 2012-12-03.
  9. "SPACH: Society for the Preservation of Afghanistan's Cultural Heritage". Archived from the original on 2019-04-26. Retrieved 2020-07-31.
  10. "It's Bollywood all the way in Afghanistan".The Hindu. Archived from the original on 2009-10-16. Retrieved 2007-03-25.
  11. The Christian Science Monitor: Risky revival of Afghan theater puts women center stage
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ავღანეთის კულტურა
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?