For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ავარიის სახანო.

ავარიის სახანო

ხუნძთა სახანოს დროშა, ქართველი მოგზაური და მკვლევარი ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით.

ავარიის სახანო, ხუნძეთის სანუცლო (ქართულ ისტორიულ წყაროებში — ღუნძეთი, ხუნძახი), ფეოდალური სამფლობელო XII-XIV საუკუნეებში დაღესტანში. ისტორიული ავარია, როგორც პოლიტიკური ერთული, VI საუკუნიდან არის ცნობილი ბატ-დადუსა და სერირის სახელწოდებით.

XII საუკუნის დასაწყისში სარირთა ქრისტიანული სამეფო დაკნინების შედეგად ხუნძები ისლამიზაციის გავლენის ქვეშ მოექცნენ. სამხედრო კონფლიქტები გამწვავდა 1222 წელს, როდესაც რეგიონს კერპთაყვანისმცემელი მონღოლები შემოესივნენ შუბუთაის მეთაურობით. მიუხედავად იმისა, რომ ხუნძებმა მონღოლებთან ბრძოლაში მხარდაჭერას ხვარაზმის მეფე მუჰამედ II-ს შეჰპირდნენ, არ არსებობს ხუნძთა მიწებზე მონღოლები შემოსვლის დოკუმენტური მტკიცება.

XII-XV საუკუნეებში ავარია დაღესტნის მსხვილ ფეოდალურ გაერთიანებად, ავარიის სანუცალოდ გადაიქცა (ცენტრი ხუნძახი; „ხან-ზა-ბახ“ — ხანების ადგილსამყოფელი). XV საუკუნის II ნახევრიდან ავარიის სახანოში ისლამი გავრცელდა. მეურნეობა სახანოში ნატურის ხასიათი ჰქონდა, უმთავრესად მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდნენ. სასაქონლო-ფულადი ურთიერთობის დონე დაბალი იყო. ფეოდალური იერარქიის სათავეში იდგა ხანი, მას მოსდევდა ფეოდალების — ბეგების მრავალრიცხოვანი და ძლიერი წოდება. გაბატონებულ კლასს მიეკუთვნებოდა აგრეთვე მუსლიმანური სასულიერო წოდება (მოლები, ყადები, ბუდუნები). გლეხობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ იურიდიულად თავისუფალი, ფაქტობრივად კი ფეოდაურ დამოკიდებულებაში მყოფი უზდენები, უფრო მძიმე მდგომარეობაში იყო მეორე ნაწილი - ჩაგარები და რაიათები. სახანოში ჰყავდათ მონებიც. ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ხანები წარმართავდნენ. მათ ხელთ იყო სამართალიც.

XVII საუკუნის 20-30-იან წლებში, უმა-ხანის მმართვეწლობის დროს, შეიქმნა დაღესტანში პირველი სამართლის კოდექსი. ავარიის სახანომ ძლიერების მწვერვალს მიაღწია XVIII საუკუნეში, მაშინ იგი დაღესტნის მთელ ჩრდილოეთსა და დასავლეთ რაიონებს მოიცავდა. მის გავლენაში იყო მოქცეული ისტორიული კახეთის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — ჭარ-ბელაქანი. ავარიის სახანოს ხანს საჩუქრებს უგზავნიდნენ ქართლ-კახეთის მეფე, დარუბანდისა და ყუბის ხანები, რათა თავიდან აეცილებინათ დაღესტნელთა გამუდმებული თავდასხმები. ამ პერიოდის ავარიის სახანოს ეკონომიკისათვის დამახასიათებელი იყო ფეოდალური ურთიერთობათა შერწყმა გვაროვნული წყობილების გადმონაშთებთან. ავარიის სახანოს დაღისტნის სხვა გაერთიანებებთან შედარებით ყველაზე ახლო ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან. ჯერ კიდევ VIII-XIV საუკუნეებში დაღესტანში გავრცელდა ქართული კულტურა, ქართული ანბანის საფუძველზე შეიქმნა ხუნძური ენის პირველი წერილობითი ძეგლი. ღუნძეთში ქრისტიანობას ქადაგებდნენ ქართველი მისიონერები: პიმენ სალოსი, ანტონ ნაოხრებელის ძე, ღუნძელი კათალიკოსი ოქროპირი და სხვა. ღუნძეთში იყო ქართული საყდარ-მონასტრები, ხოლო 12 საუკუნიდან მას შემდეგ რაც დავით აღმაშენებელმა ჩრდილო კავკასია დალაშქრა 1124 წელს, ვიდრე თემურ ლენგის შემოსევებამდე დაღესტნის ეს მხარე, თვითონ დაღესტანიც საქართველოს ყმად-ნაფიც და მოხარკე ქვეყანას წარმოადგენდა. XVI-XVII საუკუნეებიდან ურეთიერთობა საქართველოსა და ავარიის სახანოს შორის თანდათან გამწვავდა, ეს გამოწვეული იყო ისლამიზაციით ამასთანავე ოსმალეთის იმპერიის წაქეზებით და მფარველობით. ავარიის ხანები გამუდმებით ესხმოდნენ თავს ქართულ მიწა-წყალს. ავარიის სახანო ოფიციალურად შეუერთდა რუსეთს. 1828 წელს კავკასიის სამხედრო ხელმძღვანელობამ ავარიის სახანო ორ ნაწილად გაყო. ხელისუფლებისათვის მოშუღლე ხანების დაუსრულებელი ბრძოლის გამო 1843 წელს რუსეთმა გააუქმა ავარიის სახანო და შექმნა გამგეობა, რომლის ზედამხედველობა დაეკისრა ხუნძახის ციტადელის სამხედრო უფროსს გრიგოლ ორბელიანს. იმავე წელს ავარიის სახანო შამილის სამხედრო-თეოკრატიულ სახელმწიფოს - იმამატის სისტემაში მოექცა, რის შედეგადაც გაუქმდა ხანებისა და ბეგების მმართველობა. 1859 წლის 4 აგვისტოს ავარიის სახანო კვლავ აღდგა, 1864 წელს კი საბოლოოს გაუქმდა. მისი უკანასკნელი მმართველი იყო იბრაჰიმ-ხანი. მეფის მთავრობამ სახანოს ტერიტორიაზე ავარიის ოკრუგი შექმნა.

  • История Дагестана, т.1, М., 1967;
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ავარიის სახანო
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?