For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for ადამიანი ობობა: დაბრუნება.

ადამიანი ობობა: დაბრუნება

„ადამიანი ობობა: დაბრუნება“
რეჟისორი ჯონ უოტსი
პროდიუსერი
  • კეფინ ფაიგი
  • ემი პასკალი
სცენარის ავტორი
  • ჯონათან გოლდსტაინი
  • ჯონ ფრენსის დეილი
  • ჯონ უოტსი
  • კრისტოფერ ფორდი
  • კრის მაკ-კენა
  • ერიკ სომერსი
ეფუძნება
ისტორია
  • ჯონათან გოლდსტაინი
  • ჯონ ფრენსის დეილი
როლებში
მუსიკა მაიკლ ჯაკინო
ოპერატორი სალვატორე ტოტინო
მონტაჟი
  • დენ ლებენტალი
  • დები ბერმანი
სტუდია
დისტრიბუტორი Sony Pictures Releasing
გამოსვლის თარიღი
  • 28 ივნისი, 2017 (2017-06-28) (TCL Chinese Theatre)
  • 7 ივლისი, 2017 (2017-07-07) (აშშ)
ხანგრძლივობა 133 წთ.
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 175 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 874,4 მილიონი აშშ დოლარი[1]

ადამიანი ობობა: დაბრუნება“ (ინგლ. Spider-Man: Homecoming) — 2017 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი Marvel Comics-ის პერსონაჟ ადამიან ობობას შესახებ. იგი გადაიღეს Columbia Pictures-მა და Marvel Studios-მა, ხოლო დისტრიბუტორია Sony Pictures Releasing. „დაბრუნება“ არის რიგით მეორე გადატვირთვა ამ პერსონაჟთან დაკავშირებული ფილმების სერიაში და მეთექვსმეტე ფილმი Marvel-ის კინოსამყაროში. მისი რეჟისორია ჯონ უოტსი, ხოლო სცენარის ავტორები – ჯონათან გოლდსტაინი, ჯონ ფრენსის დეილი, ჯონ უოტსი, კრისტოფერ ფორდი, კრის მაკ-კენა და ერიკ სომერსი. მთავარ როლებს ასრულებენ ტომ ჰოლანდი, მაიკლ კიტონი, ჯონ ფავრო, ზენდეია, დონალდ გლოვერი, ტაინ დეილი, მარისა ტომეი და რობერტ დაუნი უმცროსი. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პიტერ პარკერი ცდილობს სკოლის ცხოვრება და ადამიანი ობობის სახით მოქმედება ერთმანეთს შეუთავსოს და უპირისპირდება მტაცებელს.

2015 წლის თებერვალში Marvel Studios-ს და Sony-ს შორის მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ადამიანი ობობა დაემატებოდა Marvel-ის კინოსამყაროს. ივნისში ჰოლანდმა მიიღო პარკერის როლი, ხოლო ტომეის როლზე შერჩევის შემდეგ უოტსი გახდა რეჟისორი. დეილიმ და გოლდსტაინმა დაიწყეს სცენარზე მუშაობა. 2016 წლის აპრილში ცნობილი გახდა ფილმის სრული სახელწოდება, ისევე, როგორც მონაწილე მსახიობების სია, დაუნის ჩათვლით. ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა 2016 წლის ივნისიდან Pinewood Atlanta Studios-ში (ფეიეტი, ჯორჯიის შტატი) და გაგრძელდა ნიუ-იორკში, ხოლო დასრულდა ბერლინში, ოქტომბერში. გადაღების დროს ცნობილი გახდა, რომ უოტსი, ფორდი, მაკ-კენა და სომერსი აგრეთვე მუშაობდნენ სცენარზე და მსახიობთა გუნდის სხვა დეტალებიც გამოცხადდა.

ფილმის პრემიერა გაიმართა ჰოლივუდში, 2017 წლის 28 ივნისს. კინოთეატრებში იგი გამოვიდა 2017 წლის 7 ივლისს, 3D, IMAX და IMAX 3D ფორმატებში. მსოფლიო მასშტაბით შემოსავალმა 874,4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა[1]. კრიტიკოსებმა იგი დადებითად შეაფასეს, აღნიშნეს რა ჰოლანდის და გუნდის სხვა წევრების შესრულება, საუნდტრეკი, მხიარული ტონი და მოქმედებითი სცენები. ფილმის გაგრძელების პრემიერა დაგეგმილია 2019 წლის 5 ივლისს.

ფილმის „დოქტორი სტრეინჯი“ სარეკლამო კამპანიის დროს, 2016 წლის ნოემბერში, ფაიგიმ შემთხვევით ახსენა, რომ მაიკლ ჯაკინო იქნებოდა ფილმის კომპოზიტორი და იმუშავებდა „დაბრუნებაზეც“. მოგვიანებით ეს თავად ჯაკინომ დაადასტურა[2]. მუსიკის ჩაწერა დაიწყო 2017 წლის 11 აპრილს[3]. საუნდტრეკი შეიცავს „ადამიან-ობობის“ თემას 1967 წლის ტელესერიალიდან[4]. დისკი მუსიკით გამოვიდა Sony Masterworks-ზე, 2017 წლის 7 ივლისს[5].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 1.2 Spider-Man: Homecoming (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 24 სექტემბერი, 2017.
  2. Elderkin, Beth. (November 6, 2016) Michael Giacchino Confirms He's Scoring Spider-Man: Homecoming. io9. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 6, 2016. ციტირების თარიღი: November 7, 2016.
  3. Giacchino, Michael [m_giacchino]. (April 11, 2017) Spider-Man recording begins TODAY. Alex Acuna and @walterdrums on the strangest kit you've ever seen.... ციტირების თარიღი: April 11, 2017
  4. Gettell, Oliver. (May 19, 2017) Michael Giacchino teases Spider-Man: Homecoming score with familiar tune. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 20, 2017. ციტირების თარიღი: May 19, 2017.
  5. ‘Spider-Man: Homecoming’ Soundtrack Details. Film Music Reporter (May 27, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 27, 2017. ციტირების თარიღი: May 27, 2017.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
ადამიანი ობობა: დაბრუნება
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?