For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for აბორტი.

აბორტი

აბორტი (ლათ. abortus — „მუცლის მოშლა“, „მუცლის მოწყვეტა“) — ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა და საშვილოსნოდან ნაყოფის გამოძევება ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე. აბორტი უნდა განვასხვაოთ ნაადრევი მშობიარობისაგან (ორსულობის შეწყვეტა 28 კვირის შემდეგ), როდესაც იბადება სიცოცხლისუნარიანი ნაყოფი. აბორტი შეიძლება იყოს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური.

სპონტანური აბორტი ვითარდება ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედების გარეშე. მისი გამომწვევი მიზეზებია ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმები (სიმძიმის აწევა, დაცემა, მუცლის დაშავება, მძიმე განცდა) და თვით ნაყოფის დაავადებანი. ხელშემწყობი მიზეზები - საშვილოსნოსა და საკვერცხეების განუვითარებლობა, საშვილოსნოს სიმსიმვნე, სასაქესო ორგანოების ანთება, ორსულთა ტოქსიკოზი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები, გულის მძიმე მანკი, ჰიპერტონიული დაავადება, ინტოქსიკაცია, დედისა და ნაყოფის სისხლის შეუთავსებლობა (განსაკუთრებით რეზუსფაქტორის მიხედვით) და სხვა. სპონტანურ აბორტის განვითარების რამდენიმე სტადია აქვს:

  • მოსალოდნელი აბორტი იწყება სუსტი შეტევითი ხასიათის ტკივილით მუცლის ქვემო ნაწილში და მცირეოდენი სისხლიანი გამონადენით;
  • დაწყებითი აბორტის დროს ტკივილი და სისხლდენა მატულობს ორივე შემთხვევაში ავადმყოფს ესაჭიროება წოლითი რეჟიმი, სრული სიმშვიდე, ჰორმონოთერაპია, ვიტამინებით მკურნალობა. დროული მკურნალობით ზოგჯერ შესაძლებელი ხდება ორსულობის შენარჩუნება. თუ მიღებული ზომების მიუხედავად სისხლდენა და ტკივილი ძლიერდება და იწყება საშვილოსნოდან სანაყოფო კვერცხის ნაწილების გამოყოფა (არასრული აბორტი), აუცილებელია საშვილოსნოს გამოფხეკა.
  • დასრულებული აბორტის დროს სანაყოფო კვერცხი თავისთავად მთლიანად გამოიყოფა საშვილოსნოდა, სისხლდენა წყდება და საშვილოსნო იკუმშება. მრავალჯერ განმეორებულ სპანტანურ აბორტს ჩვეული აბორტი ეწოდება.

თუ აბორტი ინფიცირებულია, აღინიშნება მაღალი სიცხე, აჩქარებული მაჯა, აგზნებული მდგომარეობა, ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენი. ინფიცირებული აბორტი შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს, ინფექცია საშვილოსნოდან საკვერცხეებზე, პერიტონეუმზე გადავიდეს და განვითარდეს სეფსისი (სეფსისური აბორტი). ასეთ შემთხვევაში საჭიროა ოპერაციული ჩარევა, ქალის ორგანიზმზე ან ნაყოფზე უშუალო ზემოქმედებით (წამლეულის მიღება, საშვილოსნოში ინსტრუმენტული ჩარევა ან რაიმე ნივთიერების შეყვანა) გამოწვეულ აბორტს ხელოვნური აბორტი ეწოდება. ოპერაციის დროს საშვილოსნოს ყელს ხსნიან და საშვილოსნოს კედლებს ფხეკენ სპეციალური სამეანო ინსტრუმენტებით, ანდა უარყოფითი წნევის აპარატით ხდება საშვილოსნოდან ნაყოფის გამოწოვა (ვაკუუმასპირაცია). ხელოვნური აბორტი უარყოფითად მოქმედებს ქალის ჯანმრთელობაზე, მის ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე, ხშირად იწვევს გართულებას, სასქესო ორგანოების ანთებას, ჰორმონული ფუნქციისა და მენსტრუალური ციკლის მოშლას, ნაადრევ სიბერესა და უშვილობას (ქალის უშვილობის ყველა მიზეზის 30%). განსაკუთრებით მავნეა აბორტი პირველი ორსულობის დროს.

სამართალი საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ საქართველოში მუცლის მოშლა მკაცრად ისჯებოდა. ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის თანახმად (ბერძნული სამართლის ქართული ვერსია, მუხლი 76, 77) ქალს, რომელიც რაიმე წამლით მუცელში შვილს მოიკლავდა, სასჯელად დროებითი ექსორია ენიშნებოდა, ქმარი მას მაშინვე უნდა გაშორებოდა. მუცლის მოსაშლელი წამლის მიმცემს, თუ იგი ღარიბი იყო. მეფისგან შეპყრობა, ცემა და გამაწბილებელი სასჯელი (გაკრეჭა, ვირზე შესმა და სხვა) მოელოდა, ხოლო თუ მდიდარი — დარბევა და გაძევება. თუ წამლის მიღების შემდეგ ქალი მოკვდებოდა, დამნაშავეს თავს მოჰკვეთდნენ.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 139-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში ლიცენზირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლივობა არ აღემატება თორმეტ კვირას. 140-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, თორმეტ კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის შემთხვევაში აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების მიხედვით. უკანონო აბორტი გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 133-ე მუხლით.

  • შუშანია პ., ედიშერაშვილი ვ., ფუტკარაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 31.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
აბორტი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?