For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for მილანი.

მილანი

ქალაქი
მილანი
იტალ. Milano, ლათ. Mediolanum

პლაცა დუმო
დროშა გერბი

ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
რეგიონი ლომბარდია
შიდა დაყოფა ზონა 1, ზონა 2, ზონა 3, ზონა 4, ზონა 5, ზონა 6, ზონა 7, ზონა 8 და ზონა 9
კოორდინატები 45°28′00″ ჩ. გ. 9°10′00″ ა. გ. / 45.46667° ჩ. გ. 9.16667° ა. გ. / 45.46667; 9.16667
მმართველი Giuseppe Sala
დაარსდა ძვ. წ. 600
ფართობი 181.67±0.01 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120±1 მეტრი
ოფიციალური ენა იტალიური ენა
მოსახლეობა 1 354 196 (1 იანვარი, 2023)[1]
აგლომერაცია 3 198 031
სასაათო სარტყელი UTC+1, ცენტრალური ევროპის დრო და UTC+2
სატელეფონო კოდი 02
საფოსტო ინდექსი 20100, 20121-20162
საავტომობილო კოდი MI
ოფიციალური საიტი https://www.comune.milano.it/
მილანი — იტალია
მილანი

მილანი (იტალ. Milano; მილანურ დიალექტზე: Milán) — ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქი, მდებარეობს ლომბარდიის დაბლობზე. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში (La Grande Milano, დიდი მილანი) 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.

მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი (ლათ. Mediolanum).

მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.

ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.

მილანი დააარსეს ინსუბრებმა ძვ. წ. V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისში. ძვ. წ. 196 რომს დამორჩილდა (ლათ. სახელწოდება Mediolanum) და რომის იმპერიის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი გახდა. ლანგობარდების დროს იყო ერთ-ერთი ჰერცოგის რეზიდენცია, 801-დან მილანის საგრაფოს დედაქალაქი, X საუკუნის დასასრულიდან — საარქიეპისკოპოსოს ცენტრი. XI-XII საუკუნეებში ხელოსნობისა (იარაღის, აბრეშუმის, მაუდის და სხვა წარმოება) და ვაჭრობის ცენტრია. XI საუკუნის II ნახევრიდან მილანი პატარიის ერთ-ერთ კერას წარმოადგენდა, რის შედეგად 1097-1098 განმტკიცდა კომუნა (აღმოცენდა ჯერ კიდევ XI საუკუნის შუა წლებში). 1158 წელს მილანმა არ სცნო ფრიდრიხ I ბარბაროსას ძალაუფლება, რომელმაც 1162 წელს ახანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო და დაანგრია მილანი. „ლომბარდიის ლიგის“ სახსრებით ქალაქი კვლავ აღდგა. 1176 წელს მილანი აქტიურად მონაწილეობდა ლენიანოსთან იმპერიის ჯარების განადგურებაში. დიდებულთა საგვარეულობის ხელისუფლებისთვის ბრძოლის შედეგად მილანში დამყარდა ვისკონტების ტირანია, რომელთა ბატონობის დროს მილანი 1395 წლიდან მილანის საჰერცოგოს დედაქალაქი გახდა. 1450-1535 წლებში მილანი ხანგამოშვებით სფორცას საგვრეულოს ემორჩილებოდა. იტალიური ომების შედეგად 1535 წლიდან მილანი ესპანეთის სამფლობელოების შემადგენლობაში შევიდა. 1706 წელს, ეპანეთის მემკვიდრეობისთვის ომის დროს მილანი დაიპყრო ავსტრიამ. 1796 წელს მილანის ოკპუაცია მოახდინეს ნაპოლეონის ჯარებმა. 1797 წელს გახდა ციზალპური რესპუბლიკის დედაქალაქი. 1802 წელს მილანი გახდა იტალიი რესპუბლიკის, 1905 წელს კი იტალიის სამეფოს დედაქალაქი. 1815-1859 წლებში ის კვლავ ავსტრიას ემორჩილებოდა. 1859 წელს ავსტრია–იტალია–საფრანგეთის ომის შემდეგ ის გათავისუფლდა ავსტრიელთა ბატონობისგან და მთელ ლომბარდიასთან ერთად შევიდა სარდინიის სამეფოში.

მილანი ადრინდელი ქრისტიანული და რომანული არქიტექტურის ცენტრია. მნიშვნელოვანი ნაგებობებია სან-ლორენცო მაჯორეს ეკლესია, რომელიც დაიწყო IV საუკუნეში, გადააკეთეს XI და XVI საუკუნეში, ხოლო მისი მოზაიკა IV-V საუკუნისაა. სანტ–ეუსტორჯო XII-XIII საუკუნის ეკლესიაა. პორტინარის კაპელა აშენებულია 1462-1468 წლებში მიკელოცოს პროექტით და ვ. ფოპას ფრესკებით. ქალაქში ასევე შემონახულია განვითარებული შუა საუკუნეების და აღორძინების ხანის მრავალი ძეგლი. ასეთია გოტიკური ტაძარი (შენდებოდა 1386 წლიდან, მშენებლები ა. და ფ. დელი ორიგანები, ჯ. ა. ამადეო, კ. სოლარი, პ. ტიბალდი და სხვა. დამთავრდა 1856), სანტა მარია დელე გრაციესა და სხვა ეკლესიები. 1953 წელს დამტკიცდა გენერალური გეგმა და აშენდა რამდენიმე ექსპერიმენტული საცხოვრებელი სახლი. XX საუკუნის შენობებიდან აღსანიშნავია რუსტიჩის სახლი (1935), მილანის გამოფენის პავილიონები (1950–იანი წლები), ტორე ველასკა (1956-1958), პირელის ადმინისტრაციული შენობა (1956-1960) და სხვა.

{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
მილანი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?