For faster navigation, this Iframe is preloading the Wikiwand page for კიევი.

კიევი

ქალაქი
კიევი
Київ
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი კიევის მუნიციპალური ოლქი
შიდა დაყოფა 10 რაიონი
კოორდინატები 50°27′00″ ჩ. გ. 30°30′00″ ა. გ. / 50.45000° ჩ. გ. 30.50000° ა. გ. / 50.45000; 30.50000
ქალაქის მეთაური ვიტალი კლიჩკო
დაარსდა V საუკუნე
ამჟამინდელი სტატუსი IX საუკუნე
ფართობი 839 კმ²
ცენტრის სიმაღლე 179
ოფიციალური ენა უკრაინული ენა
მოსახლეობა 2,847,200[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 3 178 კაცი/კმ²
აგლომერაცია 15 232 460
ეროვნული შემადგენლობა უკრაინელები— 82,2%,
რუსები— 13,1%,
ებრაელები— 0,7%,
ბელარუსები— 0,6%,
პოლონელები— 0,3%
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 44
საფოსტო ინდექსი 01xxx — 06xxx
საავტომობილო კოდი AA და KA
ოფიციალური საიტი kmv.gov.ua
კიევი — უკრაინა
კიევი
ლოგო

კიევი (უკრ. Київ) — უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, კიევში 2,847,200 მცხოვრები იყო (ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტობრივ მოსახლეობას 3 მილიონამდე ზრდის). მოსახლეობის მიხედვით, კიევი მე-8 უდიდესი ქალაქია ევროპაში.

ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ოლქს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევის მეტროს სიტემის ჩათვლით.

საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევმა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა უძველესმა ქალაქმა, დიდი აღმასვლისა და მივიწყების რამდენიმე ეტაპი გაიარა. მიჩნეულია, რომ ქალაქი V საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცია, შემდეგ იგი თანდათან აღმოსავლეთ სლავების ცივილიზაციის ცენტრი გახდა, ხოლო X-XII საუკუნეებში იგი რუსთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი გახდა. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. ის მცირე მნიშვნელობის პროვინციული დედაქალაქი გახდა ძლიერი მეზობლების — თავდაპირველად ლიტვის, შემდეგ პოლონეთისა და ბოლოს, რუსეთის — ჩრდილქვეშ.

ქალაქმა უწინდელი აღმასვლა დაიწყო რუსეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1917 წელს უკრაინამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კიევი მისი დედაქალაქი გახდა, 1919 წლიდან კი მას თეთრგვარდიელები აკონტროლებდნენ და მათი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო სამოქალაქო ომის წლებში. 1921 წელს კიევი საბჭოთა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, 1934 წლიდან კი მისი დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა ომის შემდგომ სწრაფად იქნა აღდგენილი და მალე სსრკ-ის სიდიდით მესამე ქალაქი გახდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.

მოსახლეობის რაოდ.
წელი რაოდ.
1939 846,724
1940 930,000 +9.8%
1943 180,000 -80.6%
1959 1,104,334 +513.5%
1961 1,174,000 +6.3%
1979 2,144,000 +82.6%
1989 2,587,945 20.7%
2001 2,611,327 +0.9%
2005 2,660,401 +1.8%

კიევის მოსახლეობის 46.7% (1,219,000 ადამიანი) არის მამაკაცი, ხოლო 53.3% (1,393,000 ადამიანი) ქალი. კიევის ტერიტორიაზე ცხოვრობს 130 სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის ხალხი, მათ შორის ყველაზე მეტნი არიან უკრაინელები – მთლიანი მოსახლეობის 82.2% (2,110,800 ადამიანი), შემდეგ მოდიან რუსები – 337,300 (13.1%), ებრაელები – 17,900 (0.7%), ბელარუსები – 16,500 (0.6%), პოლონელები – 6,900 (0.3%), სომხები – 4,900 (0.2%), აზერბაიჯანელები – 2,600 (0.1%), თათრები – 2,500 (0.1%), ქართველები – 2,400 (0.1%), მოლდოველები – 1,900 (0.1%). 1,069,700 მოსახლეს აქვს მიღებული უმაღლესი ან საშუალო განათლება. ეს მაჩვენებული 1989 წლიდან გაიზარდა 21.7%-ით. უკანასკნელი აღწერით, რომელიც ჩატარდა 2007 წელს, კიევის მოსახლეობა შეადგებს 2.7 მოსახლეს.

კიევში მსხვილი სატრანსპორტო კვანძია, როგორც რკინიგზის, ასევე საგზატკეცილო; არის სამდინარო პორტი; საერთაშორისო აეროპორტი ბორისპოლში და ჟულიანის შიდა აეროპორტი.

ქალაქს ემსახურება მეტროპოლიტენი, რომელსაც სამი ხაზი აქვს, საერთო სიგრძით: 58,8 კილომეტრი. მგზავრებს 46 სადგური ემსახურება სამი გადასაჯდომი კვანძით კიევის ცენტრში. კიევის მეტროპოლიტენის ყველა სადგურს ფიჭური ოპერატორები უპრობლემოდ ფარავენ: „Vodafone“, „კიევსტარი“, „Lifecell“. კიევში ასევე მოძრაობს ტრამვაი (კიევის ტრამვაი) და ტროლეიბუსი.

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიევი არის დაძმობილებული შემდეგ ქალაქებთან:

წლიური ამინდი — კიევი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °C (°F) 11.1 (52) 17.3 (63) 22.4 (72) 29.1 (84) 33.6 (92) 35.0 (95) 39.4 (103) 39.9 (104) 33.8 (93) 29.5 (85) 23.2 (74) 14.7 (58) 39,9 (104)
საშუალო მაღალი °C (°F) -2.9 (27) -1.7 (29) 3.6 (38) 12.6 (55) 20.3 (69) 23.5 (74) 25.3 (78) 24.4 (76) 19.3 (67) 12.0 (54) 4.1 (39) -0.8 (31) 11,7 (53)
საშუალო დღიური °C (°F)
საშუალო დაბალი °C (°F) -8.4 (17) -7.7 (18) -3.1 (26) 3.9 (39) 10.1 (50) 13.3 (56) 15.0 (59) 14.0 (57) 9.6 (49) 4.3 (40) -0.9 (30) -5.4 (22) 3,8 (39)
რეკორდ. დაბალი °C (°F) -31.1 (-24) -32.2 (-26) -24.9 (-13) -10.4 (13) -2.4 (28) 2.4 (36) 5.8 (42) 3.3 (38) -2.9 (27) -17.8 (-0) -21.9 (-7) -30.0 (-22) −32,2 (−26)
ნალექი მმ (დუიმი) 47 (1.9) 46 (1.8) 39 (1.5) 49 (1.9) 53 (2.1) 73 (2.9) 88 (3.5) 69 (2.7) 47 (1.9) 35 (1.4) 51 (2) 52 (2) 649 (25,6)
წყარო: Pogoda.ru.net[12] 8.09.2007
  1. Соціально-економічне становище м.Києва: Січень–липень 2013 року. სტატისტიკის დეპარტამენტი (ივლისი 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-19. ციტირების თარიღი: 2015-01-29.
  2. Leipzig - საერთაშორისო მეგობრობა. © 2009 Leipzig City Council, Office for European and International Affairs. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-10. ციტირების თარიღი: 2009-07-17.
  3. ანკარის მეტროპოლიტური მუნიციპალიტეტი: ანკარის დაძმობილებული ქალაქები. © 2007 Ankara Büyükşehir Belediyesi - Tüm Hakları Saklıdır. Kullanım Koşulları & Gizlilik.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-14. ციტირების თარიღი: 2008-12-08.
  4. დაძმობილეული ქალაქები. პეკინის მუნიციპალური მმართველობა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-01-17. ციტირების თარიღი: 2008-09-23.
  5. ბრატისლავა – ტყუპი ქალაქები. © 2003-2009 Bratislava-City.sk. ციტირების თარიღი: 2009-07-07.
  6. ედინბურგი – ტყუპი და პარტნიორი ქალაქებიs. © 2008 The City of Edinburgh Council, City Chambers, High Street, Edinburgh, EH1 1YJ Scotland. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-11. ციტირების თარიღი: 2008-12-21.
  7. Kraków otwarty na świat. www.krakow.pl. ციტირების თარიღი: 2009-07-19.
  8. მინსკის ტყუპი ქალაქები. © 2008 The department of protocol and international relations of Minsk City Executive Committee. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-08-30. ციტირების თარიღი: 2008-12-08.
  9. რიგას ტყუპი ქალაქები. Riga City Council. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2009-07-27.
  10. დაძმობილებული ქალაქები: საერთაშორისო მეგობრობაs (PDF). ტირანას მუნიციპალიტეტი. www.tirana.gov.al. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-10. ციტირების თარიღი: 2009-06-23.
  11. თბილის მუნიციპალური პორტალი – დაძმობილებული ქალაქები ინგლისური. © 2009 - თბილისის სითი ჰოლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-24. ციტირების თარიღი: 2009-06-16.
  12. Pogoda.ru.net Russian. ციტირების თარიღი: September 8 2007.
{{bottomLinkPreText}} {{bottomLinkText}}
კიევი
Listen to this article

This browser is not supported by Wikiwand :(
Wikiwand requires a browser with modern capabilities in order to provide you with the best reading experience.
Please download and use one of the following browsers:

This article was just edited, click to reload
This article has been deleted on Wikipedia (Why?)

Back to homepage

Please click Add in the dialog above
Please click Allow in the top-left corner,
then click Install Now in the dialog
Please click Open in the download dialog,
then click Install
Please click the "Downloads" icon in the Safari toolbar, open the first download in the list,
then click Install
{{::$root.activation.text}}

Install Wikiwand

Install on Chrome Install on Firefox
Don't forget to rate us

Tell your friends about Wikiwand!

Gmail Facebook Twitter Link

Enjoying Wikiwand?

Tell your friends and spread the love:
Share on Gmail Share on Facebook Share on Twitter Share on Buffer

Our magic isn't perfect

You can help our automatic cover photo selection by reporting an unsuitable photo.

This photo is visually disturbing This photo is not a good choice

Thank you for helping!


Your input will affect cover photo selection, along with input from other users.

X

Get ready for Wikiwand 2.0 🎉! the new version arrives on September 1st! Don't want to wait?